The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


თეიმურაზ ლომთაძე

თეიმურაზ ლომთაძე
დაბადების თარიღი:27 აპრილი, 1947  (77 წლის)
კატეგორია:ფიზიკოსი

ბიოგრაფია

ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, ექსპერიმენტატორი თეიმურაზ (თემურ) ალექსანდრეს ძე ლომთაძე დაიბადა 1947 წლს 29 აპრილს ქ. ბორჯომში. განათლება მიიღო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

მისი სამეცნიერო კარიერა დაიწყო 1971 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტში, ინჟინრის პოზიციით; 1972 წ. - უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1974 წ. - მეცნიერ-თანამშრომელი; 1976 წ. - ჯგუფის ხელმძღვანელი (ექსპერიმენტი RISK-ი); 1984 წ. - უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1989 წ. -ამაჩქარებელზე ექსპერიმენტების ლაბორატორიის ხელმძღვანელი; 1993 წ. -ამაჩქარებელზე ექსპერიმენტების განყოფილების ხელმძღვანელი;

1980-1985 წწ. გაერთიანებული ბირთვული ინსტიტუტის (დუბნა) მიერ დაინიშნა საერთაშორისო ექსპერიმენტ RISK-ის თანახელმძღვანელად;

1994 წ. მიიწვიეს იტა­ლი­ის ბირ­თვუ­ლი ფი­ზი­კის ეროვ­ნუ­ლი ინ­სტი­ტუ­ტის პი­ზის დე­პარ­ტა­მენ­ტის ფი­ზი­კოს-ექ­სპე­რი­მენ­ტა­ტო­რად; 1995-2002 წწ. კონტრაქტით - წამყვანი ტექნოლოგი, ექსპერიმენტებში KLOE და VIRGO; 2002-2010 წწ. - წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი;

2002 წლიდან მონაწილეობს ექსპერიმენტ CMS-ში - დეტექტორის ტრეკული სისტემის ცენტრალური ნაწილის შექმნა;

ამას­თან, არის იტალიის რესპუბლიკის ბირთვული ნაციონალური ენერგიის ცენტრის  CERN-ის ექ­სპე­რი­მენ­ტის: კომ­პაქ­ტუ­რი მი­ო­ნუ­რი სო­ლე­ნო­ი­დის დე­ტექ­ტო­რის წევ­რი.

თეიმურაზ ლომთაძე გახლავთ მეცნიერებასა და ტექნიკაში საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1983);

გაერთიანებული ბირთვული კვლევის ინსტიტუტის (დუბნა) პრემიის ლაურეატი საუკეთესო სამეცნიერო ნაშრომის თანაავტორობაში (RISK-ი, 1994); მეორე პრემიის ლაურეატი (RISK-ი, 1996);

2013 წელს ღირსების ორდენებით დაჯილდოვდა;

არის 500-ზე მეტი სამეცნიერო შრომის ავტორი, რომელთა უმეტესობა გამოქვეყნებულია საზღვარგარეთ;

2015 წლის 16 დეკემბერს დაინიშნა საქართველოს ტექნოლოგიური ინსტიტუტის აღმასრულებელ დირექტორად;

2019 წელს იტა­ლი­ის ელჩმა სა­ქარ­თვე­ლო­ში, ან­ტო­ნიო ბარ­ტო­ლიმ მას იტა­ლი­ის ვარ­სკვლა­ვის კა­ვა­ლე­რის ორ­დე­ნი გა­დას­ცა, რო­მე­ლიც ქარ­თველ მეც­ნი­ერს იტა­ლი­ის რეს­პუბ­ლი­კის პრე­ზი­დენ­ტმა სერ­ჯო მა­ტა­რე­ლამ მი­ა­ნი­ჭა.

არის საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრის კონცეფციისა და დაფუძნების საკითხთა შემმუშავებელი კომისიის წევრი.

ჰყავს ვაჟი ალექსანდრე (სანდრო) და ორი შვილიშვილი.

წყარო:

1. https://www.ambebi.ge/article/254712-20-kartveli-mecnieri-romlebic-msoplios-camqvan-la/
ლომთაძენი / მასალები შეაგროვა და წიგნი გამოსაცემად მოამზადა ზურაბ ლომთაძემ.- თბილისი, 2016. გვ. 142-148


გააზიარე: