შესვლა |
|
|
English Georgian |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
ოსმან ნური ღაზი ფაშა თავდგირიძე
ბიოგრაფიაოსმალეთის ჯარის მარშალი (მუშირი, 1881) ოსმან ნური-ღაზი ფაშა (თავდგირიძე) დაიბადა 1840 წელს, ქ. სტამბოლში. წარმოშობით ქობულეთიდან იყო. მსახურობდა სამხედრო გუბერნატორად ჰიჯაზში და სირიაში. იგი კარგი კალიგრაფი და მხატვარი იყო. მექაში ააგო არაერთი ისტორიული ნაგებობა, მათ შორის სამთავრობო სახლი, 4 სამხედრო გარნიზონისა და 18 პოლიციის განყოფილების შენობა. მომლოცველებისათვის მინას მთაზე გაიყვანა წყალი; ააგო სტამბა, სკოლა და საავადმყოფოები; დანერგა ტელეგრაფის სისტემა. ამასთანავე, განმუხტა რეგიონში არსებული პოლიტიკური ვითარება, განამტკიცა ოსმალთა მმართველობა. გარდაიცვალა 1898 წელს. დაკრძალულია სტამბოლში, კარაჯა–ახმადის სასაფლაოზე. წყარო: 1. საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.432
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |