The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ზია ფაშა თავდგირიძე

ზია ფაშა თავდგირიძე
დაბადების თარიღი:1870
გარდაცვ. თარიღი:1940  (70 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:კარაჯა-ახმადის სასაფლაო, სტამბოლი
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

ოსმალეთის ჯარის სარდალი (გენერალ-ლეიტენანტი) ზია-ფაშა (თავდგირიძე) დაიბადა 1870 წელს ქ. ქობულეთში. მამამისი ჰიჯაზის გუბერნატორი იყო.

დაამთავრა სამხედრო სასწავლებელი და სამხედრო აკადემია.

1907 წელს მიენიჭა გენერლის სამხედრო წოდება.

მონაწილეობდა ბალკანეთისა (1912–1913) და პირველ მსოფლიო (1914–1918) ომებში. იზეთ-ფაშას მთავრობაში ასრულებდა ვაჭრობისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოვალეობას.

1920–1922 წლებში იყო სამხედრო მინისტრი.

გარდაიცვალა 1940 წელს უსკუდარის რაიონში (სტამბოლი). დაკრძალული სტამბოლში,  კარაჯა-ახმადის სასაფლაოზე.

წყარო:

1. წყაროსაქართველო: ენციკლოპედია: .III.–თბ., 2014.-გვ.431

2. https://mematiane.ge/product-details.php?id=1019


გააზიარე: