The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


გიორგი ვახტანგის ძე თავაძე

გიორგი ვახტანგის ძე თავაძე
დაბადების თარიღი:1 მარტი, 1882
გარდაცვ. თარიღი:1930  (47 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

გიორგი ვახტანგის ძე თავაძე დაიბადა ოზურგეთის მაზრის სოფელ ზემო ხეთაში. განათლება მიიღო ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში. 1896 წელს დაამთავრა თბილისის ქვეითთა სამხედრო სასწავლებელი, 1912 წელს - ნიკოლოზის საინჟინრო სასწავლებელი (I-ი თანრიგით).

სამხედრო სამსახურში ჩადგა 1901 წლიდან. 

მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიისა (1904-05) და პირველ მსოფლიო ომებში (1914-1918). 

1913 წლიდან მსახურობდა კავკასიის მე-2 მსროლელთა პოლკში.

1913 წელს კაპიტანი გახდა; 1916  წლის 30 აგვისტოს კი პოლკოვნიკის სამხედრო წოდება მიენიჭა.

1917-1918 წლებში ხელმძღვანელობდა კავკასიის მე-3 მსროლელთა პოლკს.

1918-1921 წლებში იმყოფებოდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის  შეიარაღებულ ძალების რიგებში - მსახურობდა სამხედრო სამინისტროში, მეთაურობდა ქართულ ლეგიონს.

თავი გამოიჩინა საქართველო-სომხეთის 1918 წლის ომის დროს. იყო თელავის ქვეითთა პოლკის ქვედანაყოფის მეთაური.

1919 წელს გენერლის წოდება მიიღო.

დაჯილდოებული იყო წმ. გიორგის ოქროს იარაღით (15.03.1918) და წმ.ანას  IV (მამაცობისათვის-1915 ) ხარისხის ორდენით.

1921 წელს, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, ემიგრაციაში წავიდა.

გარდაიცვალა 1930 წელს, საფრანგეთში.

წყარო:

1. http://mematiane.ge/product-details.php?id=2036

2. https://ka.wikipedia.org/wiki//გიორგი_თავაძე_(გენერალი)

3. საქართველო: ენციკლოპედია: .III.–თბ., 2014. -გვ.426; 

4. გოგიტიძე მ., ბეჟიტაშვილი . სამხედრო ფიცის ერთგულნიქართველი გენერლები.-თბ., 2015.-გვ.33;  

5. ბახტაძე . საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია -ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ.175


გააზიარე: