The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


აგათონ ვახვახოვი

აგათონ ვახვახოვი
ოფიციალური სახელი:თორნიკე ვახვახიშვილი
დაბადების თარიღი:5 ოქტომბერი, 1837
გარდაცვ. თარიღი:8 იანვარი, 1909  (71 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ვოლსკის მართლმადიდებლურ სასაფლაო, რუსული ტაძრის ტერიტორია, პოლონეთი
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

გენერალ-მაიორი აგათონ (თორნიკე) გარსევანის ძე ვახვახიშვილი (ვახვახოვი) დაიბადა 1837 წლის 5 ოქტომბერს სოფელ კურდღელაურში (ახლანდელი თელავის მუნიციპალიტეტი).

1855 წელს დაამთავრა პირველი კადეტთა კორპუსი.

სამხედრო სამსახური დაიწყო კადეტად გალიცინის ეგერთა (მოგვიანებით მე-20 ქვეითი) პოლკში, შემდეგ გადაიყვანეს 56-ე ჟიტომირის ქვეითთა პოლკში (01/03/1857).

1860 წლის 17 იანვარს პრაპორშჩიკის ჩინი მიანიჭეს. იმავე წლის 17 ოქტომბერს დანიშნეს სოკოლსკოეს ცხენოსანთა საბადრაგო რაზმის უფროსად (1860 – 1863).

1863 წლის 20 აპრილს მიავლინეს ნოვოგეორგიევსკის ციხესიმაგრის ქვეითთა პოლკში (1863–1877).

1863 წელს დაინიშნა ლაიბგვარდიის ვოლინის პოლკში (05/26/1863). აქ სამსახური დაიწყო პოდპორუჩიკის წოდენით და ავიდა გვარდიის პოდპოლკოვნიკის წოდებამდე.

იყო პოლკის პირველი ბატალიონის მეთაური.

ლაიბგვარდიის ვოლინის პოლკის შემადგენლობაში მონაწილეობდა 1863-1864 წლებში პოლონეთის აჯანყების ჩაქრობაში, შემდეგ რუსეთ-ოსმალეთის (1877-1878) ომში. ამ ომის დროს იბრძოდა კავკასიაშიც.

წოდებები: გვარდიის პოდპორუჩიკი (01.12.1864); პორუჩიკი ( 31.03.1868); შტაბს-კაპიტანი ( 30.08.1872); კაპიტანი (16.04.1878); პოლკოვნიკი (13.04.1886).

პენსიაზე გავიდა გენერალ-მაიორის წოდებით (04.21.1892).

სამხედრო სამსახური დაამთავრა ვარშავის გარნიზონის შემადგენლობაში. 

1892 წელს თადარიგში გავიდა.  

აგათონ ვახვახოვი იყო წმ. ვლადიმირის მე-4 ხარისხის ხმლებითა და ბაფთით (1878 ); წმ. ანას II ხარისხის (1891); წმ. სტანისლავის II  ხარისხის ( 1886) და სხვა ორდენების კავალერი.

პენსიაზე გასვლის შემდეგ ცხოვრობდა და გარდაიცვალა ვარშავაში.

დაქორწინებულ იყო მარია ნიკოლაევნა უშაკოვაზე, რომელიც რუსეთის სამეფო კართან დაახლოებული პერსონა ყოფილა. ჰყავდათ ვაჟი, დავითი.

გარდაიცვალა 1909 წლის 8 იანვარს, ვარშავაში. დაკრძალულია მეუღლესთან ერთად ვოლსკის  მართლმადიდებლურ სასაფლაოზე რუსული ტაძრის ტერიტორიაზე.

წყარო:

1. საქართველო: ენციკლოპედია: .III.–თბ., 2014.-გვ.222

2. https://mematiane.ge/product-details.php?id=1479

3. https://nobility.pro/ru/statya/258-vakhvakhishvili-tornike-garsevanovich.html 

4. https://ria1914.info/index.php/ Вахвахов_Агафон_Гарсеванович


გააზიარე: