The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


გიორგი თულაშვილი

Date of birth:1 June, 1867  (157 years)
Date of death:192?
Category:Military Person

Biography

გიორგი ლევანის ძე თულაშვილი (ტულაევი) დაიბადა 1867 წლის 1 ივნისს. დაამთავრა თბილისის კადეტთა კორპუსი და მოსკოვის ალექსანდრეს სამხედრო სასწავლებელი.

1884 წლის 26 აგვისტოდან იყო სამხედრო სამსახურში; 1885 წლის 7 აგვისტოდან ატარებდა პოდპორუჩიკის წოდებას; 1889 წელს გახდა პორუჩიკი.

1894 წელს მსახურობდა კურინის 79-ე ქვეით პოლკში; 1897-1900 წწ. – უმცროსი ოფიცერია მოსკოვის ქვეით იუნკერთა სასწავლებელში; 1900–1903 წწ. - იმავე სასწავლებლის ადიუტანტია.

1904-1914 წწ. გიორგი თულაშვილი ალექსის სამხედრო სასწავლებლის ასეულის მეთაური იყო; 1900 წ. მიენიჭა შტაბს-კაპიტნის წოდება; 1900 წ. კაპიტანი გახდა; 1910 წელს კი პოლკოვნიკის წოდება უბოძეს.

1909 წლის 1 იანვრიდან გამწესებული იყო ლეიბ-გვარდიის მოსკოვის პოლკში; 1914 წლიდან -  სამოგიტსკის მე-7 გრენადერთა პოლკში.

მონაწილეობდა I მსოფლიო ომში (1914-1918).

1916 წლიდან იყო იზმაილოვის ინვალიდთა სახლის უფროსი.  

1917 წლის 2 აპრილს მიენიჭა რუსეთის არმიის გენერალ-მაიორის ჩინი.

სამხედრო კარიერის მანძილზე მიღებული აქვს წმ. ანას, წმ. სტანისლავისა და წმ. ვლადიმირის სხვადასხვა ხარისხის ორდენები.

დაკრძალულია მოსკოვში, გერმანელთა სასაფლაოზე.

წყარო:

1. საქართველო: ენციკლოპედია. . IV. -თბ., 2018. -გვ.117

2. http://mematiane.ge/product-details.php?id=3834


Share: