The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


სტეფანე გურიელი

დაბადების თარიღი:1730
გარდაცვ. თარიღი:1812  (82 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

სტეფანე გურიელი იყო შვილი გურიის მთავარ ქაიხოსრო III გურიელისა, რომელიც 1724 წელს ვახტანგ VI-ს გაჰყვა რუსეთში და უკან აღარ დაბრუნებულა.

სტეფანე გურიელი დაიბადა ბელორუსიის ქ. მოგილიოვში, 1730 წელს. მამის მსგავსად რუსეთის იმპერიის არმიის ოფიცერი გახდა. ჯარში 1754 წლიდან მსახურობდა. იყო კავალერისტი.

1758 წლიდან ნიჟეგოროდის დრაგუნთა პოლკში გადიოდა სამხედრო სამსახურს.

სტეფანე გურიელი მონაწილეობდა რუსეთ-ოსმალეთის 1768-1774 და 1787-1791 წლების ომებში. დაჯილდოებული იყო წმ. გიორგის IV ხარისხის ორდენით.

რუსეთის იმპერიის არმიის კავალერიის გენერალ–მაიორის ჩინი 1800 წელს მიანიჭეს.

გენერალ-მაიორის წოდებას ატარებდა მისი შვილი, ივანე გურიელიც.

გარდაიცვალა 1812 წელს.

იმ დროს დამკვიდრებული ტრადიციის მიხედვით, ქაიხოსრო გურიელს და მის შთამომავლობას რუსეთში მოიხსენიებენ გურიალოვებად.

წყარო:

1. საქართველო: ენციკლოპედია: .2. – თბ., 2012. – გვ.219

2. https://ka.wikipedia.org/wiki/სტეფანე_გურიელი 


გააზიარე: