The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


მიხეილ გაბაევი

ოფიციალური სახელი:მიხეილ გაბაშვილი
დაბადების თარიღი:1862
გარდაცვ. თარიღი:1931  (69 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

მიხეილ ანდროს ძე გაბაევმა (გაბაშვილი) 1884 წელს დაამთავრა ელისავეტგრადის ცხენოსანთა სასწავლებელი. მხსაურობდა კავკასიის ცხენოსანთა რაზმში.

1914 წლიდან დაღესტნის ცხენოსანთა პოლკის მეთაურია, რუსეთ-იაპონიის და პირველი მსოფლიო ომის მონაწილე.

1915 წელს მიენიჭა გენერალ-მაიორის წოდება.

ემიგრაციაში იუგოსლავიაში ხელმძღვანელობდა "ჩრდილოეთის დრაგუნების საზოგადოებას". დაჯილდოებულია წმ. გიორგის IV ხარისხის (1906 წ.), წმ. ვლადიმერის - IV ხარისხის, III - ხარისხის (მახვილითა და ბაფთით) წმ. სტანისლავის, წმ. ანას - IV-III-II ხარისხით, ოქროს იარაღით.

წყარო:

1. მიხეილ ანდროს ძე გაბაევი... // ქართული ემიგრაცია ევროპაში /გიორგი ბეჟიტაბშვილი. - თბილისი, 2012. - გვ. 53


გააზიარე: