The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


სალომე გორგილაძე

სალომე გორგილაძე
ოფიციალური სახელი:
დაბადების თარიღი:2 იანვარი, 1990  (34 წლის)
კატეგორია:ბიზნესმენი

ბიოგრაფია

„გლამურული და დახვეწილი ცხოვრების სტილის უპირობო ლიდერი“, – ასე აფასებენ მსოფლიოს წამყვანი გამოცემები სალომე გორგილაძეს. მისი ფოტო  ხშირად ამშვენებს მოდური თუ ბიზნეს ჟურნალების გარეკანებს და მას კარგად იცნობს ვარსკვლავებისა და გავლენიანი ადამიანების უმეტესობა.

სალომე 1990 წლის 2 იანვარს თბილისში დაიბადა. მამა - დიპლომატი გოგა გორგილაძე. დედა - ირინე შარაშიძე. დედის დამსახურებით 5 წლის ასაკიდან დაიწყო უცხო ენების შესწავლა. ამჟამად მშობლიურის გარდა 6 ენას ფლობს: ინგლისურს, ფრანგულს, იტალიურს, რუსულს, ესპანურსა და პორტუგალიურს.

საქართველო სკოლის დამთავრების შემდეგ, 2008 წელს დატოვა. ჟენევაში მისი მოხვედრა მამის სამსახურმა განაპირობა, რომელიც შვეიცარიაში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი იყო. 17 წლის ასაკში გახდა Webster Universiti Geneva-ს სტუდენტი. სპეციალობად საერთაშორისო ურთიერთობები აირჩია. უნივერსიტეტში ის ერთადერთი ქართველი სტუდენტი იყო და ძალიან ამაყობდა იმით, რომ ამ ფაქტის გამო სასწავლებლის ეზოში ქართული დროშაც ფრიალებდა.

სალომე გორგილაძის კარიერა სწრაფად განვითარდა. ვებსტერის უნივერსიტეტში საერთაშორისო და პოლიტიკის მიმართულების გარდა ფსიქოლოგია და მენეჯმენტიც შეისწავლა. ბიზნეს-ურთიერთობითაც იყო დაკავებული. მიღწეული წარმატებების წყალობით, მალე, მისთვის გაეროს და იუნესკოს კარი გაიღო, სადაც საერთაშორისო პროექტების მიმართულებით უდიდესი გამოცდილება მიიღო.

პარალელურად სალომე უმსხვილეს საინვესტიციო ფონდთან GEM – Global Emerging Markets-თან თანამშრომლობდა.

2011 წელს გიორგი გორგილაძე პორტუგალიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე დაინიშნა. მასთან ერთად საცხოვრებელი ადგილი ოჯახმაც შეიცვალა. სალომეს პორტუგალიაში ადაპტაცია არ გასჭირვებია.   მაგისტრატურა წარმატებით დაამთავრა და ბიზნეს-ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი მიიღო.

კერძო თუ საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის შემდეგ, 2015 წელს, სალომე გორგილაძე ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ბრენდს, SANA Hotels-ს შეუერთდა. ეს კომპანია თავის გამორჩეულ სიტყვას ამბობს სასტუმროების ბიზნესში, 16 სასტუმრო ობიექტს ფლობს და 16-ივეს განსხვავებულ, უნიკალურ, ექსპერიმენტულ და ინოვაციურ პროექტებად სახავს.

სალომე, SANA Group Hotels-ის ბიზნესის განვითარების დირექტორი, ბრენდის ამბასადორი და აღმასრულებელი საბჭოს წევრია, ჩართულია ბიზნესს პროექტების, უახლესი კონცეფციების და არქიტექტურული ნაწილის შექმნაშიც კი. სრული პროექტის ყველა დეტალს თავად განიხილავს და საკუთარ გუნდთან ერთად რამდენიმე მილიონიან საინვესტიციო პროგრამას უწევს მენეჯმენტს. SUD Lisboa ერთ-ერთი ასეთი უნიკალური, ექსპერიმენტული და ინოვაციური პროექტია.

ამ უნიკალური კონცეფციის მქონე ინოვაციური პროექტის უკან სალომე გორგილაძე და მისი გუნდი დგას. წვეულებები, რომლებიც სალომეს კონცეფციის და პროექტის ფარგლებში იმართება, ყველასაგან გამორჩეულია. ალბათ ამიტომაცაა, რომ მსოფლიოს ყველა კაშკაშა ვარსკვლავი, რომელიც პორტუგალიას სტუმრობს, სწორედ სალომეს გუნდის მიერ ორგანიზებულ ივენთებზე ხვდება. პრემიუმ-კლასის დახურული წვეულებები არამხოლოდ ფუფუნებით გამოირჩევა, არამედ მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალიზმით, გამოცდილებითა და კონცეფციური მიდგომებით, რაც პორტუგალიურ მოგზაურობას განსხვავებულ თავგადასავლად აქცევს, როგორც ჩვეულებრივი ტურისტებისთვის, ისე – სელებრითებისთვის.

დახვეწილი რესტორნები და სასტუმროები, მასპინძლობის ინოვაციური კონცეფციები – ეს ისაა, რასაც პორტუგალია სთავაზობს ნებისმიერ ვიზიტორს და სალომემაც სწორედ აქ, SUD Lisboa-ში იპოვა საკუთარი თავი, პროექტში, რომელიც თანაბრად ხიბლავს მსოფლიოს თითოეული კუთხის სხვადასხვა თაობის წარმომადგენელს.

ლეგენდარული დიზაინერის, ვალენტინოს დაბადების დღის დახურული წვეულება, OMEGA Watch-ის ლონჩი ტოპ-მოდელის, სინდი კროუფორდის მონაწილეობით, სატელევიზიო არხ HBO-ს პორტუგალიაში შესვლა, წვეულებები მონიკა ბელუჩისთვის, მაიკლ ფასბინდერისთვის, მადონასთვის და სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებებით დატვირთული SUD Lisboa-ს განუმეორებელი და უნიკალური სივრცე თითოეულ სტუმარს თავისი კონცეფციით იპყრობს. სწორედ აქ ატარებს საკუთარი დასვენების დღეებს ოჯახთან ერთად, ცნობილი ფეხბურთელი რონალდო. SUD Lisboa-ში მოაწყო საკუთარი კომპანიის პრეზენტაცია ლეგენდარული მხატვრის პიკასოს შვილთაშვილმაც, რომელიც სტუდენტობის პერიოდიდან სალომეს ახლო მეგობარია.

„კრეატიულობა, ხედვა და გამბედაობა, რომელსაც სალომე ბიზნეს სამყაროში ავლენს, იმის დასტურია, რომ, ის დაბადებულია Entrepreneur-ად და მზად არის თავად შექმნას ჯგუფი SANA-ს ისტორიის ახალი თავი, რომელიც ზუსტად ისეთივე თავბრუდამხვევად წარმატებული იქნება, როგორც მისი კარიერა“,– წერს საერთაშორისო პრესა სალომე გორგილაძეზე.

წყარო:

1. https://www.marketer.ge/salome-gorgiladze-success-story/

2. გორგილაძე, სალომე. შვეიცარიაში საქართველოს ელჩის შვილი პიკასოს მემკვიდრესთან მეგობრობს: ინტერვიუ / ს. გორგილაძე; ესაუბრა დეა თავბერიძე // პრაიმტაიმი


გააზიარე: