The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ოთარ გოცირიძე

დაბადების თარიღი:1932  (92 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

ოთარ ალექსანდრეს ძე გოცირიძე დაიბადა 1932 წელს. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.

1962 წელს ახალგაზრდა ექიმი იოსებ  ჟორდანიასთან ერთად მონაწილეობდა ბრაზილიაში გამართულ გინეკოლოგთა საერთაშორისო კონფერენციაში. სამშობლოში დაბრუნებისას, 1962 წლის 20 აგვისტოს, თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა, რის შედეგადაც დაიღუპა იოსებ ჟორდანია, რომელმაც  თავისი მაშველი რგოლი უბილეთო მგზავრ გოგონას დაუთმო. თავად ბატონი ოთარი კატასტროფას გადაურჩა.

სამედიცინო კარიერა ოთარ გოცირიძემ მოსკოვში გააგრძელა, სადაც ოჯახთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა. მუშაობდა ტრანსპლანტაციის ინსტიტუტში და ჩამოყალიბდა, როგორც ენდოკრინული ორგანოების ტრანსპლანტოლოგი, ქალისა და მამაკაცის უშვილობის მიკროანგიოქირურგი და იმუნოლოგი.

ოთარ გოცირიძე ფლობს რამდენიმე უცხო ენას. მისი მეუღლეა დოდო გოგიჩაიშვილი. ჰყავთ ქალ-ვაჟი - ალექსანდრე (ჭაბუკა) და ნინო გოცირიძეები. ამჟამად ცხოვრობენ ნიუ-იორკში.

წყარო:

1. გოცირიძეები სამშობლოს გარეთ // ათასად კაცი დაფასდა... : გოცირიძეები. - თბ., 2012. - გვ.135


გააზიარე: