The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


კახაბერ აბაშიძე

კახაბერ აბაშიძე
დაბადების თარიღი:196?
კატეგორია:იურისტი, ჟურნალისტი

ბიოგრაფია

2019 წლის ივლისის დასაწყისში რუსეთში Walt Disney Company CIS-ის გე­ნე­რა­ლურ დი­რექ­ტო­რად კახაბერ აბა­ში­ძე და­ი­ნიშ­ნა. პარალელურად ის უხელმძღვანელებს დსთ-ს ქვეყნების, ასევე ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონალურ სამსახურებს.

Walt Disney Company CIS ევროპაში, შუა აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონში (EMEA) მდებარე დისნეის კომპანიის მოსკოვის ფილიალია, ის დისნეის არხის რუსულ ვერსიას ფლობს და ამუშავებს.

უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა კახა აბა­ში­ძემ სა­ქარ­თვე­ლო­ში მი­ი­ღო. მას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი აქვს დამთავრებული, ისევე, როგორც ამავე უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი ლონ­დო­ნის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო მე­ნე­ჯმენტს და­ე­უფ­ლა.

რუსული Disney-ის ახალი დირექტორი 1996 წლიდან მუშაობდა კომპანიებში Turner-ი და Fox-ის რუსულ წარმომადგენლობაში. ის 7 წლის განმავლობაში იყო Fox International Channels-ის რეგიონული დირექტორი და Jetix Europe-ის გენერალური დირექტორი.

რო­გორც Disney-ს ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზეა აღ­ნიშ­ნუ­ლი, კახა აბა­ში­ძე კომ­პა­ნი­ას 2008 წელს შე­უ­ერ­თდა. მან EMEA-ს ქვეყნებში ტელეარხების დისტრიბუციის დარგში ვიცე-პრეზიდენტის პოზიცია დაიკავა და კუ­რი­რებ­და კომ­პა­ნი­ის საქ­მი­ა­ნო­ბას ევ­რო­პა­ში, შუა აღ­მო­სავ­ლეთ­სა და აფ­რი­კა­ში. მის მოვალეობაში შედიოდა იტალიის, ესპანეთის, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, აფრიკის ტელეარხებზე და განვითარებად ბაზრებზე დისტრიბუცია. 

2014 წლი­დან კახაბერ აბაშიძე Disney-ის მე­დი­ა­დის­ტრი­ბუ­ცი­ის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე სა­ბერ­ძნეთ­ში, იტა­ლი­ა­სა და აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­შიც მუ­შა­ობ­და. ხელმძღვანელობდა Disney-ს ოფისებს თურქეთში, საბერძნეთში, ისრაელსა და ახლო აღოსავლეთში.

კახა აბაშიძე ლონდონში მოღვაწე ცნობილი პრიმა-ბალერინას, ელენე გლურჯიძის მეუღლეა. ბა­ლე­რი­ნა ინ­გლი­სის ნა­ცი­ო­ნა­ლურ ბა­ლეტს 2002 წლი­დან შე­უ­ერ­თდა და 2007 წლი­დან პრი­მას სტა­ტუსს ატა­რებ­და. აღსანიშნავია, რომ ის ცნობილი ფრანგი დიზაინერის  ლაგერფელდის მუზა გახლდათ. 2009 წელს, ნაციონალური ბალეტის საიუბილეო წლისთვის, კარლ ლაგერფელდმა სწორედ ელენესთვის შექმნა „მომაკვდავი გედის“ ექსკლუზიური და მართლაც განუმეორებელი კაბა, რომელშიც ცეკვის უფლება მხოლოდ ქართველ ბალერინას აქვს.

ელენე გლურჯიძესა და კახა აბაშიძეს ჰყავთ ვაჟი – სანდრო.

წყარო:

https://www.ambebi.ge/.../236184-vin-aris-kartveli-romelic-disney-s-kompaniashi-dir...

https://primetime.ge/news/1563477010-რუსულაბაშიძე-დაინიშნა


გააზიარე: