The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


თამაზ გიორგაძე

თამაზ გიორგაძე
დაბადების თარიღი:197?
კატეგორია:ბიზნესმენი

ბიოგრაფია

ბიზნესმენი თა­მაზ გი­ორ­გა­ძე ბერლინში ცხოვრობს და მოღვაწეობს. გერმანიაში თავდაპირველად სასწავლებლად წავიდა, მაგრამ დოქტორის ხარისხის მიღების შემდეგ პრაქტიკული ცოდნის გაღრმავებაც განიზრახა და სამუშაოდ დარჩა. ცხრა წლის განმავლობაში მუშაობდა McKinsey & Co.-ში, 2012 წელს კი პარტნიორებთან ერთად ბერლინში დააარსა ფინტექ კომპანია - Raisin-ი.

ამჟამად Raisin-ი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ფინტექ-სტარტაპია. კომპანიის მიერ შექმნილი პლატფორმა მომხმარებელს ეხმარება მასზე მორგებული სადეპოზიტო პროდუქტი შეიძინოს. დღეისთვის Raisin-ის დახმარებით $11 მილიარდის ოდენობის თანხები განთავსდა დეპოზიტებზე 62 პარტნიორი ბანკის მასშტაბით.

სულ პლატფორმას 160,000 მომხმარებელი ჰყავს 31 ევროპული ქვეყნიდან. მათ კი საერთო ჯამში $90 მლნ-ის სარგებელი მიიღეს დეპოზიტზე დარიცხული პროცენტის სახით.

თამაზ გიორგაძე წარმატებით განაგრძობს კომპანიის განვითარებას. Raisin-მა სულ ახლახან შეძლო D სერიის ინვესტიციის მოპოვება ($114 მლნ), რის შედეგადაც ჯამში კომპანიაში ინვესტიციამ $200 მლნ-ს მიაღწია. კომპანიაში ინვესტიცია განათავსეს ისეთმა ფონდებმა, როგორებიცაა: Index Ventures, PayPal, Ribbit Capital და Thrive Capital.

კომპანიის განცხადებით, მიმდინარე ინვესტიციას Raisin-ი ახალი ფინტექების შეძენისა და ბაზრის გაფართოებისთვის გამოიყენებს.

ქართველმა ბიზნესმენმა დაამტკიცა, რომ ის არის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი

სტარ­ტა­პე­რი მსოფ­ლი­ო­ მასშტაბით. მან მო­ახ­დი­ნა 175 მლნ აშშ დო­ლა­რის მო­ცუ­ლო­ბის ინ­ვეს­ტი­ცი­ის მო­ზიდ­ვა მისი სტარ­ტა­პის­თვის. Raisin-ი 2019  წელს ევ­რო­პის ტოპ-5 ფინ­ტექს შო­რის და­სა­ხელ­და. კომ­პა­ნი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით უკვე გან­ხორ­ცი­ელ­და შვიდი მლრდ ევ­როს ტრან­ზაქ­ცია ევ­რო­პის მას­შტა­ბით, რა­მაც გა­მო­იწ­ვია მისი გა­ფარ­თო­ე­ბის

სა­ჭი­რო­ე­ბა.

როგორც თამაზ გიორგაძე ამბობს, მათი კომპანიისთვის ევროპაში გაფართოებისთვის დაბრკოლებას წარმოადგენს საბანკო ლიცენზიის არქონა. ამიტომ ფინტექ კომპანია Raisin-ი გეგმავს გერმანული MHB Bank-ის შეძენას. MHB Bank-ი ერთ-ერთ წამყვან საფინანსო ორგანიზაციად მიიჩნევა. მისი შეძენით Raisin-ი საფინანსო ბაზარზე გაშლას და მეტ განვითარებას ელოდება.  

მიღწეული თვალსაჩინო წარმატებებისთვის 2019 წლის მარტში თამაზ გიორგაძე მოიწვიეს საქართველოში “სტარტაპ გრაინდის” ღონისძიებაზე. Startup Grind Tbilisi - ეს არის გლობალური ერთობა (community), რომლის ძირითადი მიზანია მეწარმეების ერთმანეთთან დაკავშირება, წარმატებული startup-ების გამოვლენა, მათი გამოცდილების გაზიარება, ახალგაზრდების ინსპირირება და შესაბამისი გარემოს შექმნა ქართული სტარტაპებისა და ად­გი­ლობ­რი­ვი ინ­ვეს­ტო­რე­ბის გაძლიერებისთვის.

წყარო:

1. https://www.ambebi.ge/.../232612-startup-grind-tbilisi-morig-carmatebul-kartvel-start...

2. https://fintech.ge/news/details?id=11

3. https://www.palitravideo.ge/.../105854-vin-aris-qarthveli-romelic-germaniashi-mhb-b...


გააზიარე: