The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ქეთევან გვარამაძე

ქეთევან გვარამაძე
დაბადების თარიღი:197?
კატეგორია:დიზაინერი

ბიოგრაფია

ქეთევან გვარამაძე თანამედროვე მსოფლიო მოდის კულუარების ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართველი წარმომადგენელია. მის პროფესიას მარტივად სტილისტი ჰქვია, თუმცა ეს სიტყვა პრაქტიკულად ყველაფერს აერთიანებს რაც პოდიუმზე კოლექციის ღირსეულად წარმოსაჩენადაა საჭირო. მისი სამუშაო მოდელების შერჩევით იწყება და მთავრდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩვენების მუსიკის უკანასკნელი აკორდი გაისმის.

ქეთევანის, როგორც Fashion editor-ის ვალდებულებაა ჩვენების კონცეფციისა და სტილის ჩამოყალიბება, პროდიუსერებთან ერთად გადაღების ადგილის შერჩევა და დღის დაგეგმვა, ასევე, ფოტოგრაფების დაქირავება, მოდელებისთვის ვარცხნილობისა და მაკიაჟის განსაზღვრა, მათთვის როგორც ყოველდღიური, ასევე წითელი ხალიჩის სტილის შერჩევა, რაც უშუალოდ მოდელის პიროვნებასთანაა კავშირში და მის პროდუქტიულობას განსაზღვრავს.

ქეთევან გვარამაძე 1970-იან წლებში თბილისში დაიბადა. აქვე ეუფლებოდა თარჯიმნის პროფესიას, მაგრამ გარკვეულმა ტრაგიკულმა მოვლენებმა და 1990-იანი წლების სოციალურმა მდგომარეობამ აიძულა საქართველო დაეტოვებინა. 1995 წელს ამერიკაში, ნიუ-იორკში გაემგზავრა. თავიდან რამდენიმე პროფესია გამოიცვალა. შემდეგ, რაღაც პერიოდი სოჰოში მდებარე მოდურ იტალიურ რესტორან „ჯორჯონეში“ მუშაობდა მიმტანად. ეს რესტორანი მოდის სამყაროს ვარსკვლავების სტუმრობითაა ცნობილი. სწორედ აქ გაიცნო ქეთევანმა  ჟურნალ Allure-ის fashion დირექტორი, ქალბატონი შივონ ბონუვიე, რომელმაც თავის ასისტენტად მიიწვია. ჟურნალში მუშაობა რთული აღმოჩნდა: გრძელი სამუშაო საათები, არანაირი დასვენება, მომთხოვნი  ხელმძღვანელობა... მაგრამ  თავდაუზოგავმა შრომამ ნაყოფი გამოიღო  და ექვსი წლის შემდეგ ახალბედა სტილისტი ამერიკული „ვოგის“ შტატგარეშე Fashion editor-ად დაიქირავეს. 

ქეთევან გვარამაძე ნიუ-ორკში ცხოვრობს, თუმცა სამსახურიდან გამომდინარე ხშირად   მოგზაურობს სხვადასხვა ქვეყანაში, გარკვეული პერიოდი კანადაშიც იცხოვრა. გარდა ჟურნალებში მუშაობისა იგი ყოველ სეზონზე თანამშრომლობს დამოუკიდებელ დიზაინერებთან, რომლებსაც კონსულტაციებს უწევს კოლექციებისა და ჩვენებების საკითხებში. მათ შორისაა: ედიტა ვილკევისიუტე, დოუცენ კრუსი, კარმენ პედარუ, დევიდ ურმანი, კაროლინა კურკოვა.

ქეთევანი მუშაობდა მიქაელ კორსისა და „ტიფანის“ კომერციულ პროექტებზე; ჯონათან მეიზლერთან მისი სამკაულებისა და ტყავის ჩანთების კოლექციაზე იყო დაკავებული; ასევე კონსულტაციას უწევდა CFDA-s რამდენიმე დიზაინერს; იგი ეხმარება მიშა ნონოს, ახალგაზრდა დიზაინერს, რომელსაც ბევრი ცნობილი სამოდელო სახლი აკვირდება.  

ქეთევან გვარამაძე არც ქართველ დიზაინერებს ივიწყებს და როგორც კონსულტანტი (Creative consultant) თანამშრომლობს თამუნა ინგოროყვასთან.

წყარო:

1. გვარამაძე, ქეთევან. ქეთევან გვარამაძე - მსოფლიო მოდის კულისებიდან: ინტერვიუ / ესაუბრა ია ვეკუა//NARGIS Georgia . - თბილისი, 2015. - გაზაფხული. - N2. - გვ.50-54[

2. https://at.ge/2018/02/23/kartvelebi_sazgvargaret/


გააზიარე: