შესვლა |
|
|
English Georgian |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
მიხეილ ერისთავი
ბიოგრაფიაქსნის ერისთავთა საგვარეულოს წარმომადგენელი, თავადი მიხეილ ერისთავი დაიბადა 1827 წლის 9 თებერვალს, სოფელ კარალეთში (ახლანდელი გორის მუნიციპალიტეტი), ბიძინა რევაზის ძე ერისთავისა და თამარ იოსების ასულ მელიქიშვილის ოჯახში. მონაწილეობდა ყირიმისა (1853–1856) და რუსეთ-ოსმალეთის (1877–1878) ომებში. 1877 წელს გახდა რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი. დაჯილდოებული იყო წმ. ანას II ხარისხის ორდენით. გენერლები იყვნენ მისი ძმებიც - ნიკოლოზ და კონსტანტინე ერისთავები. მიხეილ ერისთავი საზოგადოებრივ საქმიანობასაც ეწეოდა. 1879 წელს იგი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრი გახდა. გარდაიცვალა 1894 წლის 7 მაისს, თბილისში. დაკრძალეს აქვე, კალოუბნის წმინდა გიორგის ეკლესიის საგვარეულო აკლდამაში. წყარო: 1. საქართველო : ენციკლოპედია: ტ. 3. - თბილისი, 2014. - გვ. 61. 2. georgianencyclopedia.ge/index.php/ერისთავი_მიხეილ_ბიძინა
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |