The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


მამუკა გურამიშვილი

დაბადების თარიღი:174?
კატეგორია:პოეტი

ბიოგრაფია

მამუკა გურამიშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ცნობები ძალიან მწირია. მხოლოდ რამდენიმე ეპიზოდია გადმოცემული დიმიტრი სააკაძის ლექსებში, ნაწარმოებები კი გიორგი ავალიშვილმა შემოგვინახა. მამუკა გურამიშვილი XVIII საუკუნის მეორე ნახევრის მოღვაწეა და ვახტანგ VI ამალის წევრებთან ერთად ცხოვრობს რუსეთში – ხან მოსკოვში, პრესნასა და ვსესვიატსკოეში, ხანაც პეტერბურგში. როგორც ჩანს, სხვა ქართველებთან ერთად დიდ სიღარიბესა და გაჭირვებში ცხოვრობდა. ახლო ურთიერთობა ჰქონდა მირიან ბატონიშვილთან, დიმიტრი სააკაძესა და დიმიტრი ბაგრატიონთან. იყო ვარაუდი რომ პოეტი რუსეთში უნდა ყოფილიყო დაბადებული XVIII საუკუნის ორმოციანი წლების დამდეგს, მაგრამ უფრო სარწმუნოა რომ იგი საქართველოშია დაბადებული და დიმიტრი სააკაძისა და დიმიტრი ბაგრატიონის მსგავსად რუსეთში მოგვიანებით ჩავიდა.

ცნობილია მამუკა გურამიშვილის სამი ლექსი, რომლებიც გიორგი ავალიშვილის ანთოლოგიითა (S 303) მოღწეული – დავით გურამიშვილის მიბაძვით შეთხზული „მზეთა–მზე“, მირიან ბატონიშვილისა და დიმიტრი ბაგრატიონისადმი მიძღვნილი ლექსები.

მამუკა გურამიშვილი ეპიგონი მწერალია და მისი პოეზია მხატვრული თვალსაზრისით არ გამოირჩევა. გარდაიცვალა მოსკოვში.

წყარო:

1. დარჩია, ბორის. ქართული ლიტერატურის ისტორიის საკითხები : მამუკა გურამიშვილი / ბორის დარჩია //ფილოლოგიური ძიებანი : ტ. 1 / ბ. დარჩია. - თბილისი, 2013. - გვ.46-58.

2. დარჩია, ბორის. მამუკა გურამიშვილი : [XVIII ს-ის მეორე ნახევრის საზოგადო მოღვაწე, პოეტი. ცხოვრობდა ვახტანგ მეექვსის ამალის წევრებთან ერთად რუსეთში. ცხოვრება და მოღვაწეობა] / ბორის დარჩია // მწიგნობარი. - თბილისი, 2005. - N2005. - გვ.125-135

3. https://ka.wikipedia.org/wiki/მამუკა_გურამიშვილი


გააზიარე: