The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


სპირიდონ ივანეს ძე ჭავჭავაძე

დაბადების თარიღი:1826
გარდაცვ. თარიღი:1913  (87 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

სპირიდონ ივანეს ძე ჭავჭავაძე ჭავჭავაძეთა საგვარეულოს წინანდლის შტოს წარმომადგენელია. მის მშობლებს, იოანე (ნინია) ზურაბის ძე ჭავჭავეძესა და ანა [?] ჭავჭავაძეს ხუთი ვაჟი ჰყავდათ: დიმიტრი (1792–1826), გულბაათი (პანტელეიმონ, 1796–1863), ზურაბი (1797–1802), იასონი (1804–1857) და ყველაზე უმცროსი, სპირიდონი.

იოანე ჭავჭავაძე ადრეულ ასაკში გარდაცვლილა და ოჯახის პატრონობა მის უფროს ვაჟს, გულბაათს (1796–1863) აუღია თავის თავზე. იგი სანაქებოდ გაუძღვა მეურნეობას და ძმებსაც უპატრონა. მათგან ორი – სპირიდონი და იასონი (1804–1857) გენერლები გახდნენ. შემდგომში მათმა შვილებმაც სამხედრო განათლება მიიღეს.

ივანე ჭავჭავაძის შთამომავლები მართალია რუსეთის იმპერიის სამხედრო მუნდირს ატარებდნენ, მაგრამ ამავე დროს თავდადებით იბრძოდნენ რუსეთ-ირანისა და რუსეთ-თურქეთის ომებში  საუკუნეების წინ დაკარგული ქართული მიწების დაბრუნებისთვის.

სპირიდონ ივანეს ძე ჭავაჭავაძე დაიბადა 1809 წელს ჭავჭავაძეების საგვარეულო მამულში,  სოფელ წინანდალში. იგი იყო ყირიმის ომის (1853–1856) მონაწილე, 1-ლი ქართული ფეხოსანთა დრუჟინის მეთაური, მე-7 ბრიგადის მეთაური. მისი სამხედრო კარიერა სწრაფი ტემპით განვითარდა: პოდპოლკოვნიკი–1847; პოლკოვნიკი –1850; გენერალ–მაიორი – 03, 03, 1860;) თადარიგში გენერალ–ლეიტენანტის წოდებით გავიდა. 

სპირიდონ ივანეს ძის მეუღლე იყო ელიზავეტა სიმონის ასული ვასილიევა. მათ ხუთი შვილი ეყოლათ: ალექსანდრე (1839); ნატალია (1842); მიხეილი (1844–1919); ლევანი (1845) და ირაკლი (1848).

სპირიდონ ივანეს ძე ჭავჭავაძე 1872 წლის 14 აპრილს გარდაიცვალა.

წყარო:

1. ka.rodovid.org/wk/პიროვნება:780595 

2. regiment.ru/bio/CH/44.htm


გააზიარე: