The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ივანე სულხანის ძე ჭავჭავაძე

ივანე სულხანის ძე ჭავჭავაძე
Date of birth:1826
Date of death:1913  (at 87 years)
Category:Military Person

Biography

ივანე (იოანე) ჭავჭავაძე დაიბადა 1826 წელს თავად სულხან ჭავჭავაძის ოჯახში. მონაწილეობდა ყირიმის ომში (1853-56); რუსეთ-თურქეთის ომის (1877-78) დროს გენერალ-მაიორის ჩინით მეთაურობდა სევასტოპოლის 75-ე ქვეით პოლკს; 1878 წლის 12 ივნისს დაჯილდოვდა წმ. გიორგის მე–4 ხარისხის ორდენით. ომის შემდეგ სამხედრო სამსახურიდან გადადგა.

ივანე ჭავჭავაძე არჩეული იყო თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლად. იგი დაქორწინებული იყო დარია ანდრონიკაშვილზე, გენერალ–მაიორ რომან ანდრონიკოვის ქალიშვილზე. დარია რომანის ასული აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებას ეწეოდა – იყო თბილისის წმ. ნინოს საქველმოქმედო საზოგადოების წევრი. მისი საქმიანობა 1906 წელს დაფასდა წმ. ეკატერინეს ორდენის ( მცირე ჯვარი) მინიჭებით. წყვილს შვილები არ ჰყავდა.

ივანე ჭავჭავაძე გარდაიცვალა 1913 წელს თბილისში.

წყარო: 

1. https://ka.wikipedia.org/wiki/ივანე_ჭავჭავაძე

2. https://ru.wikipedia.org/.../Чавчавадзе,_Иван_Сульхано.

3. Гогитидзе М. Грузинский генералитет (1699—1921). –Киев, 2001


Share: