The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ნენე გიორგაძე

ნენე გიორგაძე
დაბადების თარიღი:21 თებერვალი, 1971  (53 წლის)
კატეგორია:მწერალი, პოეტი

ბიოგრაფია

თანამედროვე ქართველი პოეტი, მწერალი და მთარგმნელი ნენე გიორგაძე დაიბადა 1971 წ. თბილისში. 90-იან წლებში პირველი პუბლიკაცია გამოაქვეყნა გაზეთ „არილში“, რომელსაც ვიზუალურად აფორმებდა და კოლორიტულ  სახეს აძლევდა პოეტი ზვიად რატიანი. მანამდე ხელნაწერი მიიტანა ჟურნალ „ცისკარში“, თუმცა იმის გამო, რომ ჟურნალის მაშინდელმა რედაქტორმა ლექსების ტექსტური ქარგა სრულიად შეცვალა, პუბლიკაციაზე უარი თქვა. დაამთავრა ილიას უნივერსიტეტის (ყოფილი პუშკინის პედაგოგიური ინსტიტუტი) ფილოლოგიური ფაკულტეტი. სადიპლომო ნაშრომი დაიცვა ვაჟა-ფშაველას პოემაზე „გველისმჭამელი“. 90-იან წლებში მუშაობდა გაზეთში „მიმომხილველი“. 1999 წლიდან 2011 წლამდე ცხოვრობდა აშშ-ში, სწავლობდა მონთგომერის კოლეჯში, მუშაობდა სხვადასხვა ამერიკულ კორპორაციებში. 2011 წლიდან შვილთან და მეუღლესთან ერთად ცხოვრობს სანკტ- პეტერბურგში, რუსეთი.

პუბლიკაციები აშშ-სა და ევროპაში:  RHINO Poetry, The Raleigh Review, Skidrow Penthouse, Turbulence, Ann Arbor Review, Deus ex Machina, Plume Poetry, Versal, Modern Poetry in Translation, Satori  და სხვა; რუსეთსა და ისრაელში: «Воздух», «Крещатик», «Полутона»,  «TextOnly», «Лиterraтурa», «Двоеточие», «Зеркало»  და სხვა; საქართველოში: „ცხელი შოკოლადი“, „არილი“, „ინდიგო“, „ახალი საუნჯე“, „აფრა“ და სხვა. ავტორია მოთხრობების კრებულისა „სამკუთხედი“ („პეგასი“, თბილისი, 2011). 

2010 წელს ამრიკელ კოლეგასთან, ტიმოთე ქეჩერთან ერთად ინგლისურ ენაზე თარგმნა მაია სარიშვილის პოეტური კრებული "მიკროსკოპი", რომელიც გახდა „ოქტოპუსის“ მთარგმნელთა კონკურსის ფინალისტი (Octopus Books, USA). თარგმნის თანამედროვე პოეზიას ინგლისურიდან და რუსულიდან ქართულ ენაზე. მონაწილეობდა სხვადასხვა ლიტერატურულ ფესტივალებში –  „პოეზიის დღეები“ (რიგა, ლატვია) და „ახალი პოეტების ფესტივალი“ (საკტ-პეტერბურგი, რუსეთი). ლექსები შესულია ორენოვან ანთოლოგიაში “Антология  новой  грузинской  поэзии“ (ОГИ, მოსკოვი, 2014).

ნენე გიორგაძის ლექსები თარგმნილია ინგლისურ, რუსულ, ჰოლანდიურ, ლატვიურ და ლიტვურ ენებზე. 

წყარო:

წარდგენა : ანუკ ბელუგა, ნენე გიორგაძე // ცხელი შოკოლადი. - თბილისი, 2012. - თებერვალი. - N76. - გვ.10

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: