The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


გიორგი თაყაიშვილი

დაბადების თარიღი:26 მაისი, 1881
გარდაცვ. თარიღი:1921  (39 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

ინჟინერ–გენერალი გიორგი კონსტანტინეს ძე თაყაიშვილი დაიბადა 1881 წლის 26 მაისს ოზურგეთის მაზრაში, აზნაურის ოჯახში. დაწყებითი განათლება მიიღო ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში.

ჯარში მსახურობდა 1901 წლის 1 ოქტომბრიდან. დაამთავრა ნიკოლოზის საინჟინრო სასწავლებელი. გაანაწილეს მე–19 მესანგრეთა ბატალიონში. პოდპორუჩიკი (10.08.1902).  მონაწილეობდა რუსეთ–იაპონიისა (1904–1905) და პირველ მსოფლიო (1914–1918) ომებში. პორუჩიკი - (10.08.1906).

1909 – 1917 წლებში გიორგი თაყაიშვილმა რამდენიმე სამუშაო ადგილი გამოიცვალა: 1909–1910 წლები –აღმოსავლეთ ციმბირის მე–2 სანაპერწკლო ტელეგრაფის ასეული (ქ. ირკუსტსკი); 1910–1912 წლები –  კავკასიის სანაპერწკლო ტელეგრაფის 1–ლი ასეული; შტაბს-კაპიტანი (10.08.1910); 1912 წელს 1-თანრიგით დაამთავრა ნიკოლოზის საინჟინრო აკადემია; კაპიტანი (20.05.1912. წარჩინებისთვის); 1912–1913 წლები – მესანგრეთა მე–2 კავკასიური ბატალიონი; 1915–1917 წლები – მე-2 კავკასიური საარმიო კორპუსის ინჟინრის თანამდებობის მოვალეობის შემსრულებელი; პოდპოლკოვნიკი (30.07.1916). 1917 წლის 19 აპრილს დროებითი მთავრობის სამხედრო მინისტრის ბრძანებით დაინიშნა კავკასიის მე–2 საინჟინრო პოლკის მეთაურად, კავკასიის მე–2 საარმიო კორპუსის ინჟინრის თანამდებობის შენარჩუნებით; 1917 წლის 6 აგვისტოს მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება.

1918 –1921 წლებში გიორგი თაყაიშვილი მსახურობდა ქართულ ჯარში. მიენიჭა გენერლობა. იყო საინჟინრო ნაწილების უფროსი. ამავდროულად ეხმარებოდა აზერბაიჯანის მთავრობას, ბაქოს ციხესიმაგრის გამაგრებების პროექტირებაში და ასეთივე გამაგრებების პროექტირებაში რუსეთ–აზერბაიჯანის სასაზღვრო მდინარე სამურზე.

გიორგი თაყაიშვილი დაჯილდოებული იყო: წმინდა სტანისლავის ორდენის III (1907) და II (მახვილებით. 1916) ხარისხებით; წმინდა ანას ორდენის IV (მამაცობისთვის. 1916) და III (მახვილებითა და ბაფთით. 1916) ხარისხებით. 

1921 წელს, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, გიორგი თაყაიშვილი ეწეოდა კონტრევოლუციურ საქმიანობას. მალევე დააპატიმრეს, ქონება ჩამოართვეს და დახვრიტეს.

წყარო:

1. http://www.grwar.ru/) 

2. გოგიტიძე, მამუკა. გიორგი კონსტანტინეს ძე თაყაიშვილი // სამხედრო ფიცის ერთგულნი : ბიოგრაფიული ცნობარი) / მამუკა გოგიტიძე, გიორგი ბეჟიტაშვილი. - თბილისი, 2015. - გვ. 34


გააზიარე: