The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


არჩილ ერისთავი

არჩილ ერისთავი
Date of birth:27 January, 1976  (48 years)
Category:Medical Doctor

Biography

ექიმი, ნეიროქირურგი არჩილ ერისთავი დაიბადა და გაიზარდა თბილისში.  

დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი. აქვე გაიარა ორდინატურა და ასპირანტურა (1992-2001 წწ.);

2001- 2002 წწ. – ინტერნი, ზოგადი ქირურგია. მედიცინის მეცნიერებათა აკადემია, თბილისი.

2002- 2004 წწ. – ორდინატორი, პროფ. ვალერი ლოშაკოვი. ბურდენკოს სახელობის ნეიროქირურგიის ინსტიტუტი, მოსკოვი, სისხლძარღვთა ნეიროქირურგიის განყოფილება.

2004 – 2007 წწ. - ასპირანტი, პროფ . შალვა ელიავა, ბურდენკოს სახელობის ნეიროქირურგიის ინსტიტუტი, მოსკოვი.

საექიმო საქმიანობას ეწევა 2002 წლიდან. მისი 22 წლიანი პრაქტიკის განმავლობაში მოღვაწეობდა სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, 9 წელი დიდ ბრიტანეთში.

2002 – 2004 წწ. – ბურდენკოს სახელობის ნეიროქირურგიის ინსტიტუტი, მოსკოვი. ნეიროქირურგიის ონკოლოგიური განყოფილება. ნეიროქირურგი.

2004 – 2008 წწ. – ბურდენკოს სახელობის ნეიროქირურგიის ინსტიტუტი, მოსკოვი. ნეიროქირურგიის სისხლძარღვთა განყოფილება. ნეიროქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

10. 2008 - 07. 2009 – Clinical fellow The Royal London Hospital, ლონდონი, ნეიროქირურგიის განყოფილბა,  St. Georges Hospital, ლონდონი, ნეიროქირურგიის განყოფილბა, Queens Medical Centre, ნოტინგემი, ნეიროქირურგიის განყოფილბა.

24.08.09 - 12.03.10 – National Hospital for Neurology & Neurosurgery, ლონდონი. Honorary Clinical Assistant, ნეიროქირურგიის განყოფილება.

15.03.10 - 01.03.15 – Imperial College Healthcare NHS Trust, Charing Cross & St. Mary’s Hospital, ლონდონი. ნეიროქირურგი.

01.09.10 - 05.01.18 – The Wellington Hospital, HCA International, ლონდონი. ნეიროქირურგი.

08.01.18 – დღემდე – Doctorly GmbH, ბერლინი. დამფუძნებელი.

10.12.22 - 17.12.22 - საქალაქო ჰოსპიტალი, კრამატორსკი, უკრაინა. ექიმი მოხალისე.

2021 წლიდან მუშაობს საქართველოში:

27.05.21 – დღემდე – კლინიკა ჯერარსი, თბილისი. ნეიროქირურგი.

01.02.23 – დღემდე – ამერიკული ჰოსპიტალი, თბილისი. ნეიროქირურგი.

არჩილ ერისთავის სპეციალიზაცია მოიცავს თავის ტვინის, ზურგის ტვინის, ხერხემლის და პერიფერიული ნერვული სისტემის მკურნალობას, როგორიც არის ცენტრალური ნერვული სისტემის ონკოლოგია, სისხლძარღვოვანი პათოლოგიები, ხერხემლის დეგენერაციული და პერიფერიული ნერვული სისტემის სხვა დაზიანებები.
მას ჩატარებული აქვს 1500-ზე მეტი ოპერაცია (ინტრაკრანიალური, სპინალური და პერიფერიული ნერვული სისტემის). მათ შორის, 2021 წლის მაისში მან ჩაატარა თავის ტვინის ოპერაცია გაღვიძებულ პაციენტზე (ცნობიერი კრანიოტომია).

არჩილ ერისთავი არაერთი პროფესიული გაერთიანების წევრია, მათ შორის, ნეიროქირურგიული საზოგადოებების ევროპული გაერთინებისა (European Association of Neurosurgical Societies) და ქართველ ნეიროქირურგთა გაერთიანების. 

სერთიფიკაცია: სრული რეგისტრაცია (General Medical Council, დიდი ბრიტანეთი),

სპეციალისტის რეგისტრაცია (ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო რუსეთის ფედერაცია).

არის 5 სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი.

მშობლიური ქართულის გარდა სრულყოფილად საუბრობს რუსულ, ინგლისურ და გერმანულ ენებზე.

წყარო: 

https://vipmed.ge/archil-eristavi/


Share: