The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ალექსანდრე თევზაძე

ალექსანდრე თევზაძე
Date of birth:6 October, 1973  (50 years)
Category:Astronomer, Physicist

Biography

ასტროფიზიკოსი ალქსანდრე თევზაძე დაიბადა 1973 წლის 6 ოქტომბერს, ქ. თბილისში.

დაამთავრა კომაროვის ფიზიკა-მათემატიკური სკოლა, 1995 წელს კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი (სპეციალობა: თეორიული ფიზიკა).

1999 წელს, ის ლეუვენის კათოლიკური უნივერსიტეტის (ბელგია) საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მათემატიკის დეპარტამენტის პლაზმური ასტროფიზიკის ცენტრის დოქტორანტი გახდა, სადაც 2006 წელს მიენიჭა მათემატიკაში ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი (ასტროფიზიკის სპეციალობით).

ალექსანდრე თევზაძე სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა პოსტდოქტორანტის  პოზიციებზე ტურინის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში (იტალია) - 2005-2007 წწ. ექსტრაგალაქტიკური ასტრონომიის განყოფილება, კვლევის ასისტენტი და პარიზის ობსერვატორიაში მედონში (საფრანგეთი) - 2007 წ., მოწვეული მკვლევარი.

ამავდროულად, იკავებდა უმცროსი მეცნიერ-თანამშრომლის, მეცნიერ თანამშრომლის, ასოცირებული მკვლევრისა და მკვლევრის თანამდებობებს აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში (1998/2003-2007).

სამუშაო გამოცდილება:   

2019-დან აღმასრულებელი დირექტორი / რექტორი სსიპ - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი;

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე  -  2018 ივლისი - 2019;

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე  -  2017  ნოემბერი - 2018 ივლისი;

აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, მკვლევარი, 2015-2019;

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია, ასოცირებული მკვლევარი, 2007-2011;

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფიზიკის დეპარტამენტი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი, მოწვეული ლექტორი, 2007-2009; ასოცირებული პროფესორი, 2009-2019 ;

2012-2019: მოწვეული ასოცირებული პროფესორი (Adjunct Associate Professor) ფიზიკის დეპარტამენტი, კარნეგი მელონის უნივერსიტეტი, პიცბურგი, აშშ;

მართვის გამოცდილება:

2018,2020: საქართველოს ეროვნული სამეცნიერო პრემიის კომსიის წევრი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია;

2017: სტუდენტური პროექტების დაფინანსების საბჭოს წევრი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

2016-2017: წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) წევრი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

2013-2017: სტუდენტური საერთაშორისო გაცვლითი პროგრამების შესარჩევი კომისიის წევრი/თავმჯდომარე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

2015-2017: ფიზიკის დარგობრივი სარედაქციო კოლეგიის თავმჯდომარე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

2014-2015: დეკანის მოადგილე, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; 2012-2016: სადისერტაციო საბჭოს მდივანი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი, (თსუ);

რეფერირებასამეცნიერო ჟურნალები: Physical Review E, D, Letters (ამერიკის ფიზიკური საზოგადოება), ლატვიის ეროვნული სამეცნიერო საბჭო, პოლონეთის კვლევისა და განვითარების ეროვნული ცენტრი.

კვლევითი გრანტები: ეროვნული და საერთაშორისო სამეცნიერო პროექტები, რომლებიც სხვადასხვა დროს ფინანსდებოდა: რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდით, ეროვნული სამეცნიერო ფონდით (აშშ), შვეიცარიის ეროვნული სამეცნიერო ფონდით, ევროკომისიის FP7 პროგრამით, იტალიის მთავრობის სწავლისა და კვლევის პროგრამით, ფლანდრიის სამეცნიერო ფონდით (ბელგია), სამეცნიერო საერთაშორისო მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების ცენტრით, სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების ფონდით (აშშ).

 ჯილდოები: ევგენი ხარაძის სახელობის პრიზი ასტროფიზიკაში, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, 2009.

 წყარო:

https://mes.gov.ge/content.php?id=7892&lang=geo

 


Share: