The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


თუმანიშვილი გიორგი ეგნატეს ძე

Date of birth:1774
Date of death:1837  (at 63 years)
Category:Poet

Biography

თუმანიშვილები — საქართველოს მეფეთა კარის მდივან-მწიგნობრების გვარია. მდივანბეგის თანამდედობა ეჭირა ეგნატე ბაინდურის ძე თუმანიშვილსაც (1746-1820). იგი დახელოვნებული კალიგრაფი იყო. ასევე საინტერესო კალიგრაფები იყვნენ მისი ვაჟები - იესე, გიორგი და დავითი.

გიორგი თუმანიშვილი 1774 წელს დაბადებულა. მამამ მას შესაფერისი განათლება მიაღებინა და ბავშვობიდანვე ჩაუნერგა ლიტერატურისადმი სიყვარული. ის 1790 წლიდან იყო, ჯერ ერეკლე II-ის, შემდეგ კი გიორგი XII-ის მდივან-მწიგნობარი და აქტიურად მოღვაწეობდა როგორც  საზოგადო, ასევე, ქართული კულტურისა და ლიტერატურის ასპარეზზე.

მოგვიანებით გადავიდა რუსეთის სახელმწიფო სამსახურში და 1820 წელს მიიღო სახელმწიფო მრჩეველის (სტატსკი სოვეტნიკის) ჩინი.

გიორგი ეგნატეს ძეს დიდი წვლილი მიუძღვის ქართული ლიტერატურის ძეგლთა შეკრებისა და გამრავლების საქმეში. მისი დავალებით გადაიწერა მრავალი ქართული ხელნაწერი.

როგორც პოეტი, გიორგი თუმანიშვილი ბესიკისა და საიათნოვას პოეტური სკოლის მიმდევარია. ის, ასევე, არის „ვეფხისტყაოსნის” ერთ-ერთი ინტერპოლატორი.

დაქორწინებული იყო მარიამ (მაია) თამაზის ასულ ორბელიანზე (1793-?). ჰყავდათ ქალ-ვაჟი- ბარბარე (1819-1893) და ალექსანდრე (1821-1872).

გიორგი ეგნატეს ძე თუმანიშვილი გარდაიცვალა 1837 წელს.

წყარო:

საქართველო: ენციკლოპედია..4. თბილისი, 2018. - გვ.119

https://georgianencyclopedia.ge/ka/form/26279 

https://ka.wikipedia.org/wiki/გიორგი თუმანიშვილი (პოეტი)

https://ka.rodovid.org/wk/პიროვნება:670506


Share: