The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ილია ბაგრატიონი

ილია ბაგრატიონი
დაბადების თარიღი:2 სექტემბერი, 1790
გარდაცვ. თარიღი:18 ივლისი, 1854  (63 წლის ასაკში)
კატეგორია:მთარგმნელი, პოეტი, სამეფო ოჯახის წევრი

ბიოგრაფია

მეფე გიორგი XII-ის ძე ილია ბატონიშვილი (ბაგრატიონი) დაიბადა 1790 წლის 2 სექტემბერს, თბილისში. 1808 წელს დედასთან, დედოფალ მარიამთან ერთად ადმინისტრაციული წესით გადაასახლეს რუსეთში.

 სწავლობდა პაჟთა კორპუსში. 1812-1823 წლებში მსახურობდა რუსეთის არმიაში. ირიცხებოდა ლაიბ-ეგერთა პოლკის ოფიცრად. 

მონაწილეობდა 1812 წლის ომში ნაპოლეონის არმიის წინააღმდეგ. თავი გამოიჩინა ბოროდინოს ბრძო­ლაში. „ესე დაესწრა დიდსა ბრძო­ლაში ბოროდინოს და აღმოჩნდა სახელოვნად" – წერს მასზე ბაგრატ ბატონი­შვილი.

1823 წელს პოლკოვნიკის წოდებით გადადგა სამხედრო სამსახურიდან.

ცხოვრობდა მოსკოვში. 1827 წელს დაქორწინდა ანასტასია გრიგორიევნა ობოლენსკაიაზე. ეყოლათ 13 შვილი - 4 ვაჟი და ცხრა ასული.

1843 წლის 18 ივნისს, საქართველოს სამეფო ოჯახის წევრებს და მათ შორის ილია ბატონიშვილს, რუსეთის იმპერატორის ბრძანებით "უვადო" პენსიაზე დაემატათ "შთამომავლობითი" პენსიაც.

იყო პოეტი და მთარგმნელი. მის პოეზიას აშკარად ეტყობა ბესიკის გავლენა.

1844 წელს ფრანგულიდან ქართულად თარგმნა ინგლისელი ფილოსოფოსის ს. კლარკის (1675–1729) მიმოწერა გერმანელ ფილოსოფოს გ. ლაიბნიცთან (1646–1716): „ბაასი ორთა უჩინებულესთა ფილოსოფთა ევროპიისათა კლარკ და ლეიბნიცისა". 

ილია გიორგის ძე ბაგრატიონი გარდაიცვალა მოსკოვში,1854 წლის 18 ივლისს.

წყარო:

https://ka.wikipedia.org/wiki//ილია_ბატონიშვილი 

საქართველო: ენციკლოპედია: . IV. -თბ., 2018. -გვ.229;

ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ.40


გააზიარე: