The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


იოთამ ბაგრატიონი

იოთამ ბაგრატიონი
Other name:ივანე
Date of birth:1726
Date of death:25 December, 1781  (at 55 years)
Burial location:დონის მონასტრის სრეტენსკის ეკლესია, მოსკოვი
Category:Nobleman, Military Person

Biography

რუსეთის არმიის გენერალ-პორუჩიკი იოთამ (ივანე) ბაგრატიონი იყო ვახტანგ VI-ის შვილიშვილი,  ვახუშტი ბატონიშვილის უფროსი ვაჟი. დედა - მარიამ გიორგის ასული აბაშიძე.

ვახუშტი ბატონიშვილი 1717 წელს საქართველოში დაქორწინდა. 1724 წელს ოჯახი ვახტანგ VI-ს გაჰყვა ემიგრაციაში. ცხოვრობდნენ მოსკოვში.

ივანე დაიბადა 1726 წელს. სწავლობდა პეტერბურგის უნივერსიტეტთან არსებულ გიმნაზიაში.

1749 წლიდან იყო რუსეთის სამხედრო სამსახურში. წოდებები: ბრიგადირი (1771), გენერალ-მაიორი (1771, 21.04-დან), გენერალ-პორუჩიკი (1777, 28.06-დან).

იბრძოდა შვიდწლიან ომში(1756–1763), რუსეთ-ოსმალეთის ომში(1768-1774), მოგვიანებით მეთაურობდა სიმბირსკის კორპუსს.

იყო „წმ. გიორგის“ IV ხარისხის ორდენის კავალერი (1778).

ახლო ურთიერთობა ჰქონდა კათოლიკოს ანტონ I–თან, ლეონარდ ეილერთან, ჟ. დელილთან, მიხეილ ლომონოსოვთან და სხვა ცნობილ მეცნიერებთან. 

გარდაიცვალა 1781 წლის 25 დეკემბერს. დაკრძალულია მოსკოვში, დონის მონასტრის სრეტენსკის ეკლესიაში.

1793 წელს მისი საფლავის ქვის წარწერა მკვლევარმა დ. მაქსიმოვიჩმა შეცდომით მამის, ვახუშტის ეპიტაფიად მიიჩნია. ეს მცდარი ცნობა შევიდა სხვადასხვა მეგზურში და ზოგიერთმა ქართველმა მკვლევარმაც გაიზიარა.                               

წყარო:

საქართველო: ენციკლოპედია: .I.–თბ., 1997.–გვ.319;

https://ka.wikipedia.org/wiki/იოთამ_ბაგრატიონი


Share: