The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


სერგო კეთილაძე

სერგო კეთილაძე
Date of birth:17 May, 1910
Date of death:1 April, 1942  (at 31 years)
Burial location:დიდების სკვერის საძმო სასაფლაო, ქ, ვოლხოვი, რუსეთი
Category:Military Person

Biography

სერგო პოლიკარპეს ძე კეთილაძე დაიბადა 1910 წლის 17 მაისს ქ. ზესტაფონში.

1927 წელს, 17 წლის ასაკში მოხალისედ შევიდა წითელი არმიის რიგებში. ამიერკავკასიის სამხედრო ქვეითთა სკოლის დასრულების შემდეგ, გახდა კადრის ოფიცერი. მსახურობდა ზაბაიკალსკის სამხედრო ოლქში.

1938 წელს მონაწილეობა მიიღო იაპონიის აგრესიის მცდელობის აღკვეთაში, შორეულ აღმოსავლეთში, ხასანის ტბის მიდამოებში. 
ამის შემდეგ, ს. კეთილაძემ ჩააბარა ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემიაში, საიდანაც დროზე ადრე მოუხდა წამოსვლა დიდი სამამულო ომის დაწყების გამო. ქართველი ოფიცერი გაამწესეს ლენინგრადის ფრონტზე, 54-ე არმიაში მაიორის რანგში.
1942 წლის 30 იანვარს ლენინგრადის ფრონტის შტაბის ოპერატიული განყოფილების ხელმძღვანელის უფროსი თანაშემწე ს. პ. კეთილაძე ხელმძღვანელობის მიერ მიცემული დავალებების სამაგალითო შესრულებისა და, ამასთან, თავდადების გამოვლენისათვის, წითელი დროშის ორდენით დაჯილდოვდა.

განსაკუთრებული სიმამაცე გამოიჩინა მაიორმა კეთილაძემ 1942 წლის მარტში, ლენინგრადის მისადგომებთან (ლიუბანთან) ბრძოლის დროს (1942 წ. 18 მარტი – 1 აპრილი). იგი 18 მარტს დაინიშნა მე-4 გვარდიის მსროლელი კორპუსის 32-ე განსაკუთრებული მსროლელი ბრიგადის მეთაურად და თავისი  ბრიგადით რამდენიმე სოფელი გაათავისუფლა.

ბევრად უფრო მრავალრიცხოვანი მტრის გააფთრებული კონტრშეტევები სამი დღის განმავლობაში - 30 მარტს, 31 მარტსა და 1-ლ აპრილს, გრძელდებოდა. გერმანელებმა ათასზე მეტი ჯარისკაცი და ოფიცერი დაკარგეს ამ შეტევებისას, მიუხედავად იმისა, რომ მათ წინასწარ არტილერიით დაამუშავეს წითელარმიელების პოზიციები და თან ტანკები და ავიაცია დაიხმარეს.

ს. კეთილაძე ფეხში დაიჭრა, მაგრამ პოზიციები არ მიატოვა და ბრიგადას ბოლომდე ხელმძღვანელობდა, ვიდრე 1-ლ აპრილს, მტრის მიერ ნატყორცნი ნაღმის ნამსხვრევებისგან არ დაიღუპა.
საბჭოთა კავშირის გმირის წოდება (ლენინის ორდენთან ერთად) სერგო კეთილაძეს უკვე მომდევნო, 1943 წლის 10 თებერვალს მიენიჭა.

დაკრძალულია ლენინგრადის ოლქის ქ. ვოლხოვის საძმო სასაფლაოზე, დიდების სკვერში.

სერგო კეთილაძის სახელი მიენიჭა ქ. ზესტაფონის #1 სკოლას, სადაც იგი სწავლობდა.

წყარო:

საქართველო: ენციკლოპედია. . 4. - თბილისი, 2018. - გვ. 612-613

https://memory-tosno.ru/document/pismo-s-fronta-sergo-polikarpovicha-ketiladze-svoej-zhene.../

https://www.didisamamulo.ge/k/ketiladze-sergi

საბჭოთა კავშირის მირები საქართველოდან: სერგო კეთილაძე //ისტორიული მემკვიდრეობა: სამეცნიერო-პოპულარული ჟურნალი. თბილისი. – 2010. აპრილი, N4(6). გვ. 27


Share: