The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ელდარ ისაკაძე

ელდარ ისაკაძე
Date of birth:5 January, 1936
Date of death:27 July, 2005  (at 69 years)
Category:Musician, Educator

Biography

ვიოლონჩელისტი და პედაგოგი ელდარ ალექსანდრეს ძე ისაკაძე დაიბადა 1936 წლის 5 იანვარს, ქ. თბილისში. მევიოლინე ლიანა ისაკაძის უფროსი ძმა.

1954 წელს დაამთავრა თბილისის „ნიჭიერთა ათწლედი“(ვლნჩ);

სწავლობდა ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში (1954–1957 წწ., ხელმძღვ.: გ. ბარნაბიშვილი) და პეტრე  ჩაიკოვსკის  სახელობის  მოსკოვის  სახელმწიფო კონსერვატორიაში (1957–1960 წწ., ხელმძღვ.: ს. კნუშევიცკი).

1957 წელს მოიპოვა პირველი პრემია ვიოლონჩელისტთა რესპუბლიკურ კონკურსზე;

1960 წელს გახდა ამიერკავკასიის მუსიკოს-შემსრულებელთა კონკურსის ლაურეატი;

1960 წლიდან - საქართველოს ფილარმონიის სოლისტი, საქართველოს კამერული ორკესტრის მუსიკოსი;

1962-1974 წწ. - ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი, 1984 წლიდან პროფესორი;

1967 წელს გახდა საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი;

1974-1976 წწ.- კაიროს (ეგვიპტე) კონსერვატორიის პროფესორი;

1977-1990 წწ. - კვლავ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ასწავლიდა;

1983 წელს მიენიჭა საქართველოს სსრ სახალხო არტისტის წოდება;

1990 წლიდან ცხოვრობდა გერმანიაში, ქ. ინგოლშტადტში, უკრავდა კამერულ ორკესტრში, რომელსაც ლიანა ისაკაძე ხელმძღვანელობდა (1990-1994);

1994 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა პედაგოგად ინგოლშტადში, დავით ოისტრახის სახელობის მუსიკალურ აკადემიაში;

ელდარ ისაკაძის დაკვრა გამოირჩეოდა საშემსრულებლო კულტურით, ხალასი ექსპრესიითა და ტემპერამენტით; რეპერტუარში ჰქონდა კლასიკური მუსიკის არაერთი ნიმუში. ის იყო ქართველი კომპოზიტორების  მთელი რიგი ახალი ნაწარმოებების პირველი შემსრულებელი, მათ შორისაა -სულხან ცინცაძის, ოთარ  თაქთაქიშვილისა და ვაჟა აზარაშვილის სავიოლონჩელო კონცერტები; მანვე საქართველოში პირველმა შეასრულა სერგეი პროკოფიევის კონცერტ-სიმფონია და დიმიტრი შოსტაკოვიჩის N1 კონცერტი და სხვ.;

მუსიკოსი გარდაიცვალა 2005 წლის 27 ივლისს, გერმანიაში, ქ. ინგოლშტადტში. დაკრძალულია თბილისში.

წყარო:

 მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბილისი, 2015. – გვ. 227

https://georgianencyclopedia.ge/ka/pdf-export/18591

ქავთარაძე, ნანა. ელდარ ისაკაძე // ო, უძლეველო დიდო წამო  შემოქმედების / ნანა ქავთარაძე. - თბილისი, 2013. - გვ. 255-265


Share: