The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


დიმიტრი იოსების ძე თუმანიშვილი

Date of birth:17??
Date of death:1821
Category:Poet

Biography

ერეკლე II-ის მდივნის იოსებ თუმანიშვილის ვაჟი, პოეტი დიმიტრი თუმანიშვილი მდივნად იყო ერეკლე II-ის, შემდეგ გიორგი XII-ის კარზე. მონაწილეობდა რუსეთ-საქართველოს შორის პოლიტიკური ურთიერთობის დამყარებაში. სამეფო ოჯახის რუსეთში გადასახლებისას პეტერბურგში გაჰყვა ბატონიშვილებს. იქვე გარდაიცვალა 1821 წელს.

დ. თუმანიშვილის პოეზიას ეტყობა ბესიკის ლირიკის გავლენა. მისი ლექსები გაბნეულია XVIII=XIX სს-ის ხელნაწერ ანთოლოგიებში. დიდად პოპულარული იყო

მისი ლექსი "ახალ აღნაგო სულო", რომელიც საფუძვლად დაედო ზაქარია ფალიაშვილის რომანსს. ლექსი ითარგმნა რუსულად და ინგლისურად.

აღნიშნული ლექსი ა. გრიბოედოვმა გააცნო ა. ს. პუშკინს, რომელსაც იმდენად მოეწონა, რომ რამდენიმე სტროფი თარგმნა და დაწერა ლექსი „ნუ იმღერ მშვენიერო“.

ეს ფაქტი მან აღნიშნული აქვს თხზულებაში "მოგზაურობა არზრუმში".

ალექსანდრე პუშკინის ლექსი მ. გლინკამ საფუძვლად დაუდო ქართული ქალაქური სიმღერის ჰანგზე დაწერილ თავის რომანსს „грузинская песня“ („Не пой красавица при мне“). ამავე ლექსზე შექმნილია ქალაქური სიმღერა.

დიმიტრი თუმანიშვილის პოეზიისთვის დამახასიათებელია გრძნობის სიცხოველე, სევდიანი განწყობილება, მწიგნობრული, მაღალფარდოვანი სტილი, განყენებული სახეებისა და ცნებების სიუხვე, უცხო ლექსიკის გამოყენება; მასვე ეკუთვნის სახოტბო და ფილოსოფიურ-რელიგიური ხასიათის ლექსები.

წყარო:

ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. - თბილისი, 2015. გვ. 210

ლეონიძ ე  გიორგი. ალ. პუშკინი და ქართული სიმღერა // ა. ს. პუშკინი საქართველოში : კრებული წერილების და მასალებისა. - თბილისი, 1938.

საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბილისი, 2018. - გვ.121; 

ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II / იოსებ იმედაშვილი.-თბილისი, 2021.- გვ.347


Share: