The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


თორთლაძე. ლევან

თორთლაძე. ლევან
Date of birth:25 October, 1948
Date of death:24 November, 2020  (at 72 years)
Category:Scientist, Agricultural Worker

Biography

მეცნიერი, ზოოტექნიკოსი ლევან ალექსანდრეს ძე თორთლაძე დაიბადა 1948 წლის 25 ოქტომბერს ქ. ქუთაისში.

1971 წელს დაამთავრა ქ. იჟევსკის (რუსეთი) სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი;

1976-1978 წლებში მოღვაწეობდა საკავშირო მეცხოველეობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ქ. მოსკოვში;

1974 -1989 წლებში ეკავა სხვადასხვა თანამდებობა უდმურტეთის რესპუბლიკაში;

1989 წლიდან მუშაობდა საქართველოს ზოოტექნიკურ-სავეტერინარო უნივერსიტეტში რძისა და ძროხის ხორცის წარმოების ტექნოლოგიის კათედრაზე, 2002 წლიდან იყო ამავე კათედრის გამგე;

2006 წლიდან - საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის კერძო ზოოტექნიკის დეპარტამენტის უფროსი;

ლევან თორთლაძემ მეცნიერულ დონეზე შეისწავლა საქართველოში შემოყვანილი ძროხის მაღალპროდუქტიული ჯიშების აკლიმატიზაციის საკითხები, ძროხის რძისა და ხორცის წარმოების ტექნოლოგია და სხვ.;

1998 წელს გახდა სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, 2004 წელს -  პროფესორი;

მეცნიერი იყო სომხეთის სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი (2006 წლიდან ), ასევე, საქართველოს მეცხოველეთა კავშირის ვიცე-პრეზიდენტი, 2011-2020 წლებში კი საქართველოს ხორცისა და თევზის მეწარმეთა კავშირის ვიცე-პრეზიდენტი;

ლევან თორთლაძეს ეკუთვნის მრავალი სამეცნიერო ნაშრომი, არის 3 სახელმძღვანელოს ავტორი და მიღებული ჰქონდა 2 პატენტი გამოგონებაზე;

2002 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით;

ასევე დაჯილდოებულ იყო შვედეთის სამეფო ოჯახის მედლით სოფლის მეურნეობის სამინისტროს შვედეთის დახმარების პროგრამის პროექტის განხორციელებაში მონაწილეობისათვის;

ლევან თორთლაძე გარდაიცვალა 2020 წლის 24 ნოემბერს, თბილისში.  

წყარო:

 https://ka.wikipedia.org/wiki/ლევან_თორთლაძე

საქართველო: ენციკლოპედია: . IV. - თბილისი, 2018. -გვ.93 

https://georgianencyclopedia.ge/ka/form/26312


Share: