The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


კონსტანტინე ძნელაძე

კონსტანტინე ძნელაძე
Date of birth:10 December, 1935  (88 years)
Category:Dancer, Choreographer

Biography

კონსტანტინე (კუკური)კონსტანტინეს ძე ძნელაძე დაიბადა ქ. თბილისში, 1935 წლის 10 დეკემბერს. მამამისი, კოტე ძნელაძე თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ერთ-ერთ სახელოსნოში მუშაობდა და მისი ვაჟებიც, კუკური და ავთო, ხშირად იმყოფებოდნენ მასთან. ალბათ ამან განაპირობა მათი საბალეტო ხელოვნებით დაინტერესება;

კუკური ძნელაძემ1956 წელს დაამთავრა თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებელი;

1954-1962 წწ. იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის სოლისტი;

1958 წელს დაჯილდოვდა მედლით "შრომითი წარჩინებისთვის";

1963 წლიდან - საქართველოს ფილარმონიის ვოკალურ–ინსტრუმენტული ანსამბლების - "რერო", "ორერა", "დიელო", საცეკვაო ჯგუფის სოლისტი;

1965 წლიდან მოღვაწეობდა ვიეტნამში;

1967 წელს ჩამოაყალიბა (ძმასთან, ავთანდილ ძნელაძესთან ერთად) ვოკალურ–ინსტრუმენტული ანსამბლი "ინგური";

1987 წელს მიენიჭა საქართველოს დამსახურებული არტისტის წოდება;

1970–1976 წწ. იყო ლენინგრადის "მიუზიკლ–ჰოლის" სოლისტი;

1987 წლიდან თენგიზ ჩანტლაძის მინიატურების თეატრის ქორეოგრაფი;

1987–2000 წწ. მოღვაწეობდა აფრიკის რესპუბლიკა ბურუნდიში;

მიღებული აქვს მოსკოვის საკავშირო კონკურსის I ხარისხის დიპლომი (1956), მოსკოვის მსოფლიო ფესტივალის დიპლომი (1957), ვიეტნამის გმირის ორდენი (1965);

გასტროლები: ავსტრია (საბალეტო დასთან ერთად), ინდონეზია, კუბა, ინდოეთი, პოლონეთი, გერმანია, მექსიკა, პერუ, ვენესუელა, ჩილე და სხვ.;

დადგმული აქვს ცეკვები ქართულ სპექტაკლებში: "ნაცარქექია"(1979) - თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში; „პრემიერა“ (1979) და „მადამ სან-ჟენი“ (1900) - კ. მარჯანიშვილის სახწელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში; „მთვარისკენ ნასროლი მიხაკი - ტერენტი გრანელი“ (2009) - თბილისის პანტომიმის თეატრში და სხვ.;

„იუთუბზე“ დევს ოთხნაწილიანი ფილმი „ავთანდილ და კონსტანტინე ძნელაძეების ნახევარსაუკუნოვანი მოღვაწეობა ქართულ ხელოვნებაში“.

წყარო:

ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 555

ნადარეიშვილი ლეილაძნელაძე კონსტანტინე კონსტანტინეს ძე  // ქართული  ბალეტი  /ნადარეიშვილი. - თბილისი, 2010. - გვ.145 

https://www.youtube.com/watch?v=keAZiMxFtaA 


Share: