The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ავთანდილ ძნელაძე

ავთანდილ ძნელაძე
Date of birth:20 May, 1937
Date of death:14 January, 2022  (at 84 years)
Category:Dancer

Biography

ავთანდილ (ავთო) კონსტანტინეს ძე ძნელაძე დაიბადა 1937 წლის 20 მაისს, თბილისში.

პროფესიული განათლება მიიღო ვ. ჭაბუკიანის სახელობის თბილისის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში (1951-1956).

1954–1958 წწ. იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის სოლისტი;

1959–1962 წწ. - უკრაინის ქ. ლვოვის ი. ფრანკოს სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი სოლისტი;

1963 წლიდან - საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის ქართული ცეკვის ანსამბლის სოლისტი;

1964 წლიდან - საესტრადო ანსამბლების "რერო", "დიელო", "ორერა", საცეკვაო ანსამბლის სოლისტი;

1965 წელს მოღვაწეობდა ვიეტნამში;

1968 წელს ჩამოაყალიბა ვოკალურ–ინსტრუმენტული ანსამბლი "ინგური" (ძმასთან, კონსტანტინესთან ერთად);

1971 წელს ლენინგრადის კულტურის ინსტიტუტში დადგა ქორეოგრაფიული სიუიტა, საცეკვაო ნომრები სტუდენტებისათვის;

1972 წელს ლენინგრადის მარიას ოპერისა და ბალეტის თეატრში დადგა ზ. ფალიაშვილის ოპერა "აბესალომ და ეთერის" ცეკვები;

1976–1979 წწ. იყო ქ. დაკარში (სენეგალი) მის მიერ დაარსებული კლასიკური ქორეოგრაფიული ანსამბლის ხელმძღვანელი და პედაგოგი;

1980–1992 წწ. - თბილისის საესტრადო ხელოვნების სასწავლებლის კლასიკური და თანამედროვე ცეკვის პედაგოგი;

1992 წლიდან - თბილისის ა. ვირსალაძის სახელობის ხელოვნების გიმნაზიის ბალეტმაისტერი;

გასტროლები: ავსტრია (საბალეტო დასთან ერთად), ინდონეზია (ხალხური ცეკვის ანსამბლთან ერთად), კუბა, კენია, რუანდა, უგანდა, ტანზანია, მადაგასკარი, ინდოეთი, პოლონეთი, გერმანია, მექსიკა, პერუ, ვენესუელა, ჩილე (ქართული ცეკვები);

მიღებული აქვს: ბალეტის სოლისტთა საკავშირო კონკურსის I ხარისხის დიპლომი (მოსკოვი, 1956), ახალგაზრდობისა და სტუდენტთა VI საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატის წოდება (ი. სუხიშვილის საქართველოს სახელმწიფო ანსამბლთან ერთად, მოსკოვი, 1957), მედალი "შრომითი წარჩინებისთვის" (1958), ვიეტნამის გმირის ორდენი (1965), ღირსების ორდენი (1999) და სხვ.;

ავთანდილ ძნელაძე გარდაიცვალა 2022 წლის 14 იანვარს, თბილისში.

წყარო:

ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბილისი, 2015. – გვ. 554

 ნადარეიშვილი ლეილა. ძნელაძე ავთანდილ  კონსტანტინეს ძე  // ქართული  ბალეტი  /ლ. ნადარეიშვილი. - თბილისი,  2010. - გვ.145 


Share: