The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ალა აბესაძე

ალა აბესაძე
Date of birth:30 July, 1957  (66 years)
Category:Dancer

Biography

ალა ოლეგის ასული აბესაძე დაიბადა 1957 წლის, 30 ივლისს, თბილისში.

1967-1975 წლებში სწავლობდა ვ. ჭაბუკიანის სახელობის თბილისის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში;

1975 წლიდან იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი და არაერთი დასამახსოვრებელი მხატვრული სახე შექმნა ბალეტებში: „დონ-კიხოტი“ (ჩელიტა, მბრძანებელი), „გედის ტბა“ (ოდეტა-ოდილია), „ჟიზელი“ (მირტა), „ბაიადერა“

(ნიკია, ჰამზათი), „ლაურენსია“ (ლაურენსია, პასკუალა), „გორდა“ (ირემა), „მედეა“ (კრეუსა), „რომეო და ჯულიეტა“ (ჯულიეტა), „ფიროსმანი“ (მარგარიტა), „პორგი და ბესი“ ( სირინა), „ჩაკონა“ (ქალიშვილი), „ამორძალები“ (ტომირანდა) და სხვ.;

1984 წელს მიენიჭა საქართველოს დამსახურებული არტისტის წოდება;

1991 წლიდან მუშაობდა კონტრაქტით პოლონეთის ქ. ვროცლავში პედაგოგ-რეპეტიტორად;

1997 წელს გახსნა კერძო საბალეტო სტუდია;

2003 წელს საბალეტო სკოლების კონკურს-დათვალიერებაზე ქალაქ გდანსკში დაჯილდოვდა „საუკეთესო პედაგოგის დიპლომით“.

წყარო:

ნადარეიშვილი ლეილა. აბესაძე ალა ოლეგის ასული // ქართული ბალეტი /. ნადარეიშვილი. - თბილისი,  2010. - გვ.103.


Share: