The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ნატალია პაპინაშვილი

ნატალია პაპინაშვილი
Date of birth:24 April, 1944
Date of death:6 March, 2020  (at 75 years)
Burial location:ოსლო, ნორვეგია
Category:Dancer

Biography

ნატალია ბეჟანის ასული პაპინაშვილი დაიბადა 1944 წლის 24 აპრილს, ქ. თბილისში.

1962 წელს დაამთავრა თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებელი. პედაგოგები: ვ. ჭაბუკიანი,მ. ბაუერი, მ. გრიშკევიჩი, ტ. ვიხოდცევა (ქორეოგრ.).

ვახტანგ ჭაბუკიანმა პატარა ბალერინაში ნიჭი თავიდანვე შენიშნა და ყოყმანის გარეშე ანდო გამოუცდელ მოცეკვავეს წამყვანი პარტიები მის მიერ დადგმულ ბალეტებში „დემონი“ და „რაფსოფია ბლუზი“.  სპექტაკლებში ნატალია პარტნიორობას უწევდა თავად ვახტანგ ჭაბუკიანს, რაც თავისთავად დიდ წარმატებას ნიშნავდა.

1962-1968 წწ. ნატალია პაპინაშვილი იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის წამყვანი სოლისტი;

1965-1967 წწ. სტაჟირება გაიარა ლენინგრადის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში, პედაგოგ.: ნ. დუდინსკაია, კ. სერგეევი;

სტაჟირების დასრულების შემდეგ ქართველი ბალერინა მშობლიურ თბილისში დაბრუნდა და კიდევ მრავალი წელი ბრწყინავდა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე;

ასევე, სხვადასხვა დროს იყო ქ. ერევნისა და ქ. ყაზანის თეატრების საბალეტო დასის წამყვანი სოლისტი;

1988 წელს - ქ. ქუთაისის თეატრის ბალეტმაისტერ-რეპეტიტორი;

1980 წელს მიანიჭეს საქართველოს დამსახურებული არტისტის წოდება;

ნატალია პაპინაშვილის მიერ შესრულებული როლები: ქართული რეპერტუარი - ჯავარა (დ. თორაძე "გორდა"), შველი (ბ. კვერნაძე "ქორეოგრაფიული ნოველები"), თამარი (ს. ცინცაძე "დემონი") და სხვ.;

სხვა რეპერტუარი: რიჩი (გერშვინი "რაფსოდია-ბლუზი"), ჩელიტა, ჰამზათი (მინკუსი "დონ კიხოტი", "ბაიადერა"), ჟიზელი (ადანი "ჟიზელი"), ოდეტა-ოდილია (ჩაიკოვსკი "გედების ტბა"), კოპელია (დელიბი "კოპელია"), პასკუალა (კრეინი "ლაურენსია"), სარი (ყარა-ყარაევი "ქუხილის ბილიკით") და სხვ.;

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დასთან ერთად გასტროლებით მოიარა: რუსეთი, პოლონეთი, უნგრეთი, იაპონია და სხვ.;

25-წლიანი აქტიური სასცენო მოღვაწეობის დამთავრების შემდეგ, ნატალია პაპინაშვილი კიდევ ერთხელ გაემგზავრა პეტერბურგში, რათა ალმა-მატერში გაევლო პედაგოგ–ბალეტმაისტერის კურსი.

1988-1990 წწ. სანქტ-პეტერბურგის ცეკვის აკადემიაში მიიღო პედაგოგის კვალიფიკაცია, ხელმძღვანელი ი. ტროფიმოვა;

1995 წელს აირჩიეს უკრაინის ცეკვის აკადემიის პროფესორად;

1990 წლიდან ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას. მოწაფეები: ელენე გლურჯიძე, რობერტ რეფლინგი, სელინ კრაალი, ტრიშა კარტერი და სხვ.;

დღეს ქართველი პედაგოგის ყოფილი მოსწავლეები წარმატებული ბალეტის არტისტები და პედაგოგები არიან. ზოგიერთი კი ხელოვნების სასწავლებლებს ხელმძღვანელობს.

ნატალია პაპინაშვილს 1990 წლიდან სისტემატურად იწვევდნენ მასტერ-კლასებით მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში: აშშ-ში (1990-1992), ფრენსის ცინცერეტის მიწვევით ამსტერდამის ხელოვნების სკოლაში, ჰოლანდია (1993), გერმანიაში (1995), კანადაში (1999) და სხვ.;

პარალელურად, 1990 წლიდან მისი ძირითადი სამსახური იყო რეპეტიტორობა ქ. ოსლოს (ნორვეგია) ბალეტის სკოლაში.

ნატალია პაპინაშვილი პირველი პედაგოგი იყო, ვინც ნორვეგიის დედაქალაქში კლასიკურ ბალეტის მოსწავლეებს ვაგანოვას მეთოდით ასწავლიდა. ეს კი ნამდვილი სიახლე იყო მაშინდელი ოსლოსთვის, სადაც საბალეტო ხელოვნება პრაქტიკულად არ არსებობდა.

ქართველმა ბალერინამ 12 წელი იმუშავა სასწავლებელში, შემდეგ კი მოღვაწეობა "ბარდერ დანს აკადემიაში" (Bаrdar Academy AS) განაგრძო.

1997 წელს დაჯილდოვდა რუსეთის ს. დიაგილევის სახელობის დიპლომით, საზღვარგარეთ კლასიკური ცეკვის პოპულარიზაციისათის.

ნატალია პაპინაშვილი გარდაიცვალა ქ. ოსლოში, 2020 წლის 6 მარტს. პანდემიის გამო მისი გადმოსვენება ვერ მოხერხდა და იქვე დაკრძალეს.

წყარო:

1. ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბილისი, 2015. – გვ. 387

2. https://on.ge/story/75222-ქართული-ბალეტის-ვარსკვლავი-ნატალია-პაპინაშვილი 

3. ნადარეიშვილი ლეილაპაპინაშვილი ნატალია ბეჟანის ასული // ქართული ბალეტი /ნადარეიშვილი. - თბილისი,  2010. - გვ.138


Share: