The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


გიორგი პატარაია

გიორგი პატარაია
Other name:ჟორა  (Acronym)
Date of birth:2 May, 1920
Date of death:19 January, 1991  (at 70 years)
Category:Dancer

Biography

გიორგი (ჟორა) მელიტონის ძე პატარაია დაიბადა 1920 წლის 2 მაისს, სოფელ ჩიბათში (ლანჩხუთის რაიონი).

პროფესიული განათლება მიიღო დ. ჯავრიშვილის სკოლა-სტუდიაში;

1936-1938 წწ. იყო აღმოსავლეთ საქართველოს სახელმწიფო გუნდის მოცეკვავე;

1938-1939 წწ. ცეკვავდა საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიასთან არსებულ ხალხური ცეკვის ანსამბლში;

მეორე მსოფლიო ომის დროს, 1942-1943 წწ. საჯარისო სამსახურში იყო სსრკ შინსახკომის ალექსანდროვის სახელობის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლში;

1944-1946 წწ. მუშაობდა საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში;

ამავე დროს, 1944 წლიდან იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი -

ქართული რეპერტუარი: გრ. კილაძე "სინათლე", ვ. დოლიძე "ქეთო და კოტე", ა. ანდრიაშვილი "კაკო ყაჩაღი", შ. მშველიძე "ამბავი ტარიელისა";

სხვა რეპერტუარი: მინკუსი "დონ კიხოტი", ჩაიკოვსკი "გედების ტბა", ოპერა "მაზეპა";

1958 წელს მიენიჭა საქართველოს დამსახურებული არტისტის წოდება;

სხვადასხვა ანსამბლებში მოღვაწეობის დროს გასტროლებით მოიარა: ინგლისი, დანია, აშშ, ნორვეგია, ფინეთი, იტალია, ირანი, ერაყი, პოლონეთი და სხვ.;

1963 წელს მიიწვიეს სირიაში, სადაც ჩამოაყალიბა ეროვნული ცეკვის ანსამბლი, სირიელი კომპოზიტორის მ. მასრის მუსიკაზე დადგა ბალეტი "დედა და სამშობლო";

საქართველოში დაბრუნების შემდეგ, 1966 წლიდან დაინიშნა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საოპერო სტუდიის დირექტორად;

1966-1867 წწ. იყო რუსთავის თოჯინების თეატრის დირექტორი;

1980 წლიდან მოღვაწეობდა ერაყში.

გიორგი პატარაია გარდაიცვალა თბილისში, 1991 წლის 19 იანვარს.

წყარო:

1. ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბილისი, 2015. – გვ. 388 

2. ნადარეიშვილი ლეილა პატარაია გიორგი (ჟორა) მელიტონის ძე // ქართული ბალეტი /ნადარეიშვილი. - თბილისი,  2010. - გვ.139

3. ბალეტის დაბადება : [ბალეტმაისტერმა გიორგი პატარაიამ საკუთარი სცენარის მიხედვით სირიაში დადგა ბალეტი "დედა და სამშობლო"] // კომუნისტი. - თბილისი, 1965. - 31 იანვარი


Share: