The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


მიხეილ გოცირიძე

მიხეილ გოცირიძე
Date of birth:21 February, 1905
Date of death:28 September, 1993  (at 88 years)
Burial location:ქ. ძერჟინსკის ახალი საქალაქო სასაფლაო, რუსეთი
Category:Chemist

Biography

მიხეილ დავითის ძე გოცირიძე დაიბადა 1905 წლის 21 თებერვალს რაჭის მაზრის სოფელ ხოტევში (ამბროლაურის მუნიციპალიტეტი), გლეხის ოჯახში.

თბილისის ქიმიურ-ტექნოლოგიური ტექნიკუმის დამთავრების (1926 წ.) შემდეგ მუშაობდა რიაზანის ოლქისა და მოსკოვის ქიმიურ ქარხნებში.

1930 წელს ჩავიდა ნიჟნი ნოვგოროდის მხარეში, ქალაქ ძერჟინსკში და დასაქმდა  № 80 ქარხნის მე-7 საამქროში. აქ გაიარა მან ვრცელი გზა - დაწყებული ცვლის ინჟინრობით და   დამთავრებული სააქმროს უფროსის მოადგილის თანამდებობით.

1939 წელს დაინიშნა №3 სააქმროს უფროსად და ამ თანამდებობაზე იმუშავა 1944 წლამდე. მეორე მსოფლიო ომის დროს ქარხანა ასრულებდა თავდაცვის  სახელმწიფო კომიტეტის საპასუხისმგებლო დავალებებს.

1944 წელს მიხეილ გოცირიძე დაინიშნა ქ. ძერჟინსკის ი. მ. სვერდლოვის სახელობის ქარხნის მთავარ ინჟინრად, ხოლო 1953-1960 წლებში იყო ქარხნის დირექტორი.

1956 წელს, მისი უშუალო მონაწილეობით No3 სააქმროს ბაზაზე მოეწყო „ოკას“ სარეცხი მანქანების აწყობის ახალი სააქმრო, რომელმაც კონსტრუქციის სიმარტივისა და სანდოობის წყალობით სწრაფად დაიმკვიდრა ადგილი სამომხმარებლო საქონლის შიდა ბაზარზე.

მ. გოცირიძის დირექტორობის დროს ქ. ძერჟინსკის ქარხანა მფარველობდა ქალაქის N2 ბავშვთა სახლს .

1960 წლიდან მიხეილ გოცირიძე ხელმძღვანელობდა ოლგა-ვიატკის სახალხო მეურნეობის საბჭოს ქიმიური, ნავთობგადამმუშავებელი, რეზინისა და სამედიცინო მრეწველობის სამმართველოს.  

1965 წელს, სამმართველოს ლიკვიდაციის შემდეგ, პენსიაზე გავიდა.

დაჯილდოებული იყო მრავალი ორდენითა და მედლით.

1979 წელს მიენიჭა ქ. ძერჟინსკის საპატიო მოქალაქის წოდება.

გარდაიცვალა 1993 წლის 28 სექტემბერს. დაკრძალეს ქ. ძერჟინსკის ახალ საქალაქო სასაფლაოზე. 

ძმები: ვიქტორ გოცირიძე (1910—1995) = ინჟინერ-გვირაბმშენებელი, თბილისის მეტროს ერთ-ერთი დამაარსებელი;

ილია (ილარიონ) გოცირიძე (1897-1968) - ინჟინერი, საბჭოთა სახელმწიფო და სამეურნეო მოხელე. მოღვაწეობდა ქ. მოსკოვის მეტროს მშენებლობაზე;

წყარო:

https://ru.wikipedia.org/wiki/Гоциридзе,_Михаил_Давидович

 


Share: