The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ილარიონ გოცირიძე

ილარიონ გოცირიძე
Other name:ილია
Date of birth:15 January, 1897
Date of death:22 March, 1968  (at 71 years)
Burial location:ნოვოდევიჩის სასაფლაოზე, მოსკოვი
Category:Engineer

Biography

ინჟინერ-მშენებელი ილარიონ (ილია) დავითის ძე გოცირიძე დაიბადა 1897 წლის 15 იანვარს სოფელ ხოტევში (ახლანდ. ამბროლაურის მუნიციპალიტეტი), საშუალო შეძლების გლეხის ოჯახში.

1929 წელს დაამთავრა მოსკოვის საინჟინრო–სატრანსპორტო ინსტიტუტი;

1929-1933 წლებში მუშაობდა შუა აზიისა და შორეული აღმოსავლეთის რკინიგზების მშენებლობაზე;

1993 წლიდან - მოსკოვის მეტროპოლიტენის მშენებლობაზე, თავდაპირველად უბნის, შემდეგ შახტის უფროსად; 

1937-1938 წწ. იყო "მოსმრეწვმშენის" ტრესტის მმართველი;

1939 წლიდან - მოსკოვის მეტრომშენის უფროსი;

1941-1953 წწ. - სსრკ მიმოსვლის გზათა სახალხო კომისრის (შემდეგ მინისტრის) მოადგილე;

1954-1962 წწ. - სსრკ სატრანსპორტო მშენებლობის მინისტრის მოადგილე;

ილია გოცირიძის ხელმძღვანელობით ააშენეს მეტროს სადგურები: „კრასნიე ვოროტა“ ( "Красные ворота") და „პლოშად მაიაკოვსკოგო“ ("Площадь Маяковского");

"Красные ворота" მოსკოვის მეტროს სამთაღოვანი სადგურია. მის მშენებლობას დიდი წინააღმდგობა ახლდა, მაგრამ ბოლოს და ბოლოს ქართველი ინჟინრის იდეამ გაიმარჯვა და მშენებლობაც ბრწყინვალედ განხორციელდა (1935 წ.);

სადგურმა "Площадь Маяковского" 1938 წელს მოიპოვა ნიუ იორკის საერთაშორისო გამოფენის გრან-პრი კონსტრუქციისა და არქიტექტურისთვის. დიდი სამამულო ომის დროს ამ მეტროსადგურში იყო განლაგებული მოსკოვის საჰაერო თავდაცვის შტაბის სამეთაურო პუნქტი და აქედან ხელმძღვანელობდნენ თავდაცვით ოპერაციებს; 

მეორე მსოფლიო ომისა და მის შემდგომ პერიოდში ილარიონ გოცირიძის ხელმძღვანელობით აღადგინეს და ააგეს მრავალი სარკინიგზო კომუნიკაცია. მას

დიდი ღვაწლი მიუძღვის თბილისის მეტროპოლიტენის მშენებლობის დაწყების საქმეშიც;

მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, მათ შორის, სსრკ სახელმწიფო პრემია (1947);

გარდაიცვალა 1968 წლის 22 მარტს, მოსკოვში. დაკრძალულია ნოვოდევიჩის სასაფლაოზე.

ძმები: ვიქტორ გოცირიძე (1910-1995), ინჟინერ-გვირაბმშენებელი, სოციალისტური შრომის გმირი. მის სახელტანაა დაკავშირებული თბილისის მეტროს მშენებლობა;

მიხეილ გოცირიძე (1905-1993), ინჟინერ-ქიმიკოსი, ქალაქ ძერჟინსკის საპატიო მოქალაქე.

საქართველო: ენციკლოპედია: .2. – თბილისი, 2012. – გვ.130; https://georgianencyclopedia.ge/ka/form/27075 

https://ka.wikipedia.org/wiki//ილარიონ_გოცირიძე

https://ru.wikipedia.org/wiki/Гоциридзе,_Илларион_Давидович

 


Share: