The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


მედეა ნემსიწვერიძე

მედეა ნემსიწვერიძე
Date of birth:14 July, 1952  (72 years)
Category:Dancer

Biography

ბალერინა და პედაგოგ-რეპეტიტორი მედეა ელგუჯას ასული ნემსიწვერიძე დაიბადა 1952 წლის 14 ივლისს, ქ. თბილისში.

1961-1970 წლებში სწავლობდა ვ. ჭაბუკიანის სახელობის თბილისის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში (პედ.: თ. ვიხოდცევა).

1970 წლიდან გახდა ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი.

შესრულებული აქვს საბალეტო პარტიები: ზოია რუხაძე („მშვიდობისათვის“), ქალიშვილი („ბერიკაობა“), ქუჩის მოცეკვავე („დონ-კიხოტი“), ჯავარა („გორდა“), ჰამზათი (“ბაიადერა“), კარმენი („კარმენ-სუიტა“) და სხვ.;

თეატრის საბალეტო დასთან ერთად იმყოფებოდა გასტროლებზე რუსეთში, იაპონიასა და ფინეთში;

პარალელურად, მონაწილეობდა როგორც ასისტენტ-რეპეტიტორი მისი მეუღლის, ნუკრი მაღალაშვილის დადგმებში - საბალეტო სცენები თბილისის მუსკომედიის თატრისა და  ოპერისა და ბალეტის თეატრის სპექტაკლებში, აგრეთვე კონსერვატორიაში;

1989 წელს ნუკრი მაღალაშვილთან ერთად მოწვევით გაემგზავრა თურქეთში სამუშაოდ.

1989-1996 წწ. იყო თურქეთის ქ. ანკარაში, ხაჯიბებეს უნივერსიტეტის საბალეტო განყოფილებაზე კლასიკური და სახასიათო ცეკვის პედაგოგი. ამავე დროს სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის დადგა ნაწყვეტები ბალეტებიდან: „კორსარი“,“პარიზის ალი“, „მძინარე მზეთუნახავი“, „რაიმონდა“ და სხვ.;

1996-2004 წწ. მუშაობდა თურქეთის ქ. მერსინის ახალგახსნილი ოპერისა და ბალეტის თეატრში წამყვან პედაგოგ-რეპეტიტორად და ასისტენტად;

მერსინის საბალეტო დასთან ერთად გასტროლებით შემოიარა:  ბალტიისპირეთის ქვეყნები - ნორვეგია, დანია, ფინეთი, შვედეთი, იტალია, საქართველო;

მეუღლესთან ერთად მონაწილეობდა „ჟიზელისა“ და „რომეო და ჯულიეტას“ დადგმაში თურქეთის ქ. იზმირში (1999), „პორგი და ბესის“ დადგმაში ქ. სკოპიეში (2000, მაკედონია) და სხვ.;

2005 წლიდან მედეა ნემსიწვერიძე თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის პედაგოგ-რეპეტიტორია. პარალელურად, მუშაობს პედაგოგად ქორეოგრაფიულ სასწავლებელში.

2008 წელს კვლავ მიიწვიეს თურქეთში, მერსინის ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვან პედაგოგად.

წყარო:

ნადარეიშვილი, ლეილა. ნემსიწვერიძე მედეა ელგუჯას ასული // ქართული ბალეტი / ლ. ნადარეიშვილი. - თბილისი,  2010. - გვ.135.


Share: