The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ნინო კირთაძე

ნინო კირთაძე
Date of birth:1 June, 1968  (56 years)
Category:Actor/Actress, Filmmaker

Biography

ჟურნალისტი, მსახიობი და კინორეჟისორი ნინო კირთაძე დაიბადა თბილისში, 1968 წლის 1 ივნისს. მამა ბიოლოგი ჰყავდა, დედა - ღვინის ტექნოლოგი.

1990 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი; 

1990-1992 წწ. იყო ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი - წერდა დისერტაციას, მუშაობდა შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ის­ტო­რი­ულ ტექ­სტებ­ზე, ამავე დროს, კითხულობდა ლექციებს ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის კო­ლე­ჯში, აკეთებდა  მხატ­ვრულ თარ­გმა­ნებს,  წერ­და სტატიებს, ლექ­სებს და აქ­ვეყ­ნებ­და ლიტერატურულ თუ აკადემიურ ჟურნალებში. ამ  პერიოდში გამოაქვეყნა სცენარი “ორშაბათი”, რომელიც საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის პრიზით დაჯილდოვდა;

1993-1994 წწ. -  სახელმწიფო მეთაურის აპარატის კონსულტანტი;

ის არის თანაავტორი 1996 წელს თბილისში გამოცემული წიგნისა: „The Georgian national ballet = ქართული ნაციონალური ბალეტი“, სუხიშვილების ანსამბლის შესახებ.

1992-1996 წწ. - Agense France presse-სა და APAssociated Press -ის კორესპონდენტი კავკასიაში. რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტი  მუშაობდა შეიარაღებული კონფლიქტის ზონებში - ჩეჩნეთსა და ყარაბაღში;

1996 წლის ბოლოს საცხოვრებლად გადავიდა საფრანგეთში;

უკვე პარიზში ცხოვრობდა, როცა ცნო­ბილ­მა კი­ნო­კომ­პა­ნი­ებ­მა "არ­ტემ" და "კა­ნაპ­ლი­უს­მა" და­უკვეთეს ფილ­მი საქართველოს პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეზე. ეს იყო მისი პირველი დოკუმენტური კინოსურათი;

2005 წლიდან არის ევროპული აკადემიის წევრი. არაერთხელ ყოფილა საერთაშორისო კინოფესტივალების ჟიურის წევრი. თანამშრომლობს „არტესა“ და ევროპული კინოაკადემიის ეგიდით გამართულ მასტერკლასებსა და ტრეინინგებში.

რეჟისორი არის აღმოსავლეთ ევროპის რეჟისორების პროგრამის არისტოტელეს ვორკშოფის და ახლო აღმოსავლეთის რეჟისორების პროექტების განვითარების Greenhouse seminar- ის კონსულტანტი;

ფრანგული კინოსკოლის (FEMIS), შვეიცარული კინოსკოლის (HEAD),  მაროკოს კინოსკოლისა (ESAV) და კოლუმბიის უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი;

მისი ხელმძღვანელობით შექმნილია 40-მდე ფილმი, რომელთაგან ბევრს მნიშვნელოვანი საერთაშორისო წარმატება ხვდა წილად. შვეიცარული საერთაშორისო კინოსკოლის დიპლომანტების მიერ, 2015 წელს, კახეთის რეგიონში 9 ფილმი გაკეთდა, რომელთაგან რვა ნიონის და სინემა დუ რეელის ფესტივალების საკონკურსო პროგრამაში  შეირჩა და თბილისის კინოფესტივალზე იქნა ნაჩვენები.

2019 -2023 წწ. იყო საქართველოს წარმომადგენელი  ფონდ „ევრიმაჟსა“ და „ევროპულ კინო პრომოუშენში“.

ნინო კირთაძეს პირველი ქორწინებიდან ჰყავს ქალიშვილი - ანა ყვავილაშვილი და ორი შვილიშვილი. მე­ო­რე ქმა­რი - საფრანგეთში მოღვაწე შოტლანდიელი ჟურნალისტი რო­ბერტ პარ­სონ­სი.

ფილმოგრაფია:

გადაღებულია ფილმებში:

1983: წიგნი ფიცისა.  რეჟ.: გიგა ლორთქიფანიძე, ამირან დარსაველიძე;

1986: თოვლის ბაბუა (ფიფქია). რეჟ.: მიხეილ ანთაძე

1993: დღე (ნატალი). რეჟ.: ლევან ღლონტი

1996: შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი (ცეცილია აბაშიძე). რეჟ.: ნანა ჯორჯაძე

1997: კაცი, რომელიც ნდობას იმსახურებს (Un homme digne de confiance, ანა, სატელევიზიო)

2001: ასეთია ცხოვრება (C'est la vie, ელენ)

2004: ორმაგი ნული (Double zéro, დედილო მალი)

2005: სარტრი, ვნებების ასაკი ((Sartre, l'âge des passions, ლენა ზონინა, სატელევიზიო). რეჟ.: კლოდ გორეტა

2008: მეტეოიდიოტი (ქალბატონი სიკვდილი). რეჟ.: ნანა ჯორჯაძე

2010: სასიკვდილოდ განწირული ქალი (Une femme à abattre, ლიუდმილა სიმონოვა, სატელევიზიო). რეჟ.: ოლივიე ლანგლუა

2015: ეს რა ოჯახია (C'est quoi cette famille?! , მადლენ). რეჟ.: გაბრიელ ჟიულიენ ლაფერერი

2018: ეს რა ბებიაა (მადლენ). რეჟ.: გაბრიელ ჟიულიენ ლაფერერი

2019: ეს რა ბაბუაა (მადლენ). რეჟ.: გაბრიელ ჟიულიენ ლაფერერი

2019: ოქროს ძაფი (ელენეს ქალიშვილი). რეჟ.: ლანა ღოღობერიძე

2021: ყინულის დედოფალი (ჟაკლინ ლონგვილ). რეჟ.: ჟოზე დაიან

2022: სიკვდილი სასტუმროში (ანა). რეჟ.: ჟოზე დაიან

დამდგმელი რეჟისორი:  

1999: „ედუარდ შევარდნაძის სამი სიცოცხლე“

2001: „ჩეჩნური იავნანა“

2003: „უთხარი ჩემს მეგობრებს, რომ მკვდარი ვარ“

2003 „სტალინი სტალინის შესახებ“

2003: „სტალინი — ღვთაების დასაფლავება“

2005: „მილსადენის მეზობლები“

2005: „Lettre Py“

2005: „დრაკონი კავკასიის სუფთა წყლებში“ (Un dragon dans les eaux pures du Caucase)

2007: „რწმენისთვის, მეფისთვის, სამშობლოსთვის“ (За веру, царя и отечество, რუსეთი. )

2008: „დურაკოვო“

2009: „ზოგი რამ საქართველოს შესახებ“ (საფრანგეთი-საქართველო)

2014 : „არ ისუნთქო“ - სცენარისტი, რეჟისორი, მონტაჟი

2019 : „გეპატიჟებით ჩემს ეკზეკუციაზე“

მიღებული ჯილდოები:

2002: ადოლფ გრიმეს ოქროს პრიზი (ბერლინი)

2002: რუდოლფ ვირბას პრიზი (პრაღა)

2003: ოქროს I პრიზი (ბიარაცი, საფრანგეთი)

2003: პრი იტალია

ლუის მარკორელის პრიზი (პარიზი)

2003: საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მთავარი ჯილდო

2005: გრან პრი Visions du Reel (ნიონი, შვეიცარია)

2005: პრი ევროპა

2005: Templton Foundation — მთავარი ჯილდო (შვეიცარია)

2005: ევროპული ოსკარი წლის საუკეთესო დოკუმენტური ფილმისათვის

2008: საუკეთესო რეჟისორი, სანდანსის ფესტივალი

წყარო:

1. ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 2006.-გვ.262; 2. https://ka.wikipedia.org/wiki/ნინო_კირთაძე 

3. https://georgian-cinema.ge/index.php/ge/2015-04-01-05-46-25/1013-2019-07-18-13-49-07

4. კირთაძე, ნინო. მეძებეთ კამერის მეორე მხარეს : ინტერვიუ / ნინო კირთაძე ; ესაუბრა თამარ მახარაძე // ეპიზოდი. თბილისი 2010. ნოემბერი გვ. 26-45

5. სორდია სალომე. ჩემი მოთხრობა ნინო კირთაძეზე // Filmprint: ჟურნალი ქართულ კინემატოგრაფზე. თბილისი, 2016. გაზაფხული. N19. გვ. 94-102

 


Share: