The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


რუსტამი

რუსტამი
Legal name:როსტომ რაზმაძე
Date of birth:1783
Date of death:7 December, 1845  (at 62 years)
Burial location:დურდანი, საფრანგეთი
Category:Historical Person, Military Person

Biography

ნაპოლეონ I ბონაპარტის პირადი მცველი, ქართველი მამლუქი რუსტამი (როსტომ რაზმაძე) 1783 წელს დაიბადა თბილისში. მისი წარმომავლობის შესახებ აზრთა სხვადასხვაობაა. რუსტამს ქართველად იხსენიებს ფრანგი პიერ ლარუსის ცნობილი „დიდი მსოფლიო ენციკლოპედია“. შემორჩენილია თავად რუსტამის მოგონებებიც, სადაც იგი წერს: „წარმოშობით თბილისელი ქართველი ვარ, ვაჭრის როსტომაშვილის შვილი, დედაჩემიც (ვარია) თბილისელია, ჩემს მშობლებს ორი ქალიშვილი და ოთხი ვაჟი ჰყავდა, რომელთაგან უფროსი მე ვიყავი“. თუმცა არსებობს მოსაზრება, რომლის მიხედვითაც იგი თბილისელი სომხის ვაჟია.

ექვსი ან შვიდი წლის ასკაში რუსტამი შუშის ციხიდან მოიტაცეს. 1791 წელს სტამბოლის მონათა ბაზრზე იგი კაიროს ერთ-ერთი მმართველოს, სალა ბეის ნდობით აღჭურვილმა პირმა იყიდა. ასე აღმოჩნდა რუსტამი ეგვიპტეში და მალე მამლუქთა კავალერიაშიც ჩარიცხეს. 1799 წელს რუსტამი შეიხ ელ ბეკრის ამალაშია.

ეგვიპტესი ლაშქრობისას გენერალ ბონაპარტს კაიროს შეიხმა რამდენიმე არაბული ცხენი და ამავე დროს ორი მამლუქი - რუსტამი და იბრაჰამი მიართვა საჩუქრად. როსტომით მოხიბლულმა ნაპოლეონმა ქართველი მამლუქი თავის ამალაში დატოვა და პირად მცველად დანიშნა. 1799 წლიდან 17 წლის როსტომი ნაპოლეონის სამსახურში ჩადგა და ამის შემდეგ აღარც მოსცილებია იმპერატორს გვერდიდან. იგი იმდენად იყო დაახლოებული ნაპოლეონთან, რომ თან ახლდა თითქმის ყველა საჯარო შეხვედრაზე.

რუსტამი ნაპოლეონთან ერთად იბრძოდა, მონაწილეობდა სამხედრო აღლუმებში, საზეიმო ცერემონიალებში. ნაპოლეონის საძინებლის კართან იწვა, ემსახურებოდა მას ტრაპეზობისას და თავის ბრწყინავლე აღმოსავლურ კოსტიუმში გამოწყობილი საფრანგეთის სასახლეს განსაკუთრებულ აღმოსავლურ ეგზოტიკას სძენდა. ესწრებოდა ნაპოლეონის იმპერატორად კორონაციას 1804 წლის 2 დეკემბერს პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში. ონორე ბალზაკმა მას „სახელგანთქმული მამლუქი“ უწოდა.

ნაპოლეონი პატივს სცემდა რუსტამს. მან მამლუქს საკმადოდ მაღალი ანაზღაურება დაუნიშნა. ყოველი სამხედრო ოპერაციის შემდეგ გულუხვად აჯილდოებდა. 1806 წელს ბონაპარტმა რუსტამი ჟოზეფინას კამერდინერის ქალიშვილზე, ალექსანდრა დუვილზე დააქორწინა და ქორწილი ხარჯებიც მთლიანად გაიღო.

რუსტამის მცდელობა მოეძებნა მშობლები უშედეგო აღმოჩნდა.

ბურუსითაა მოცული რუსტამისა და ნაპოლეონის ურთიერთობის ბოლო წლები - ერთი ცნობით, მან იპერატორს ბოლომდე უერთგულა, ხოლო სხვა ვერსიით კი მამლუქმა ნაპოლეონი 1814 წელს კუნძულ ელბაზე მისი პირველი გადასახლების წინ მიატოვა. „ასი დღის“ დროს რუსტამი შეეცადა შეცდომის გამოსწორებას და ნაპოლეონს თავისი სამსახური შესთავაზა, მაგრამ ნაწყენმა იმპერატორმა ცივი უარით გაისტუმრა.

რუსტამი თეთრ ტერორს როგორღაც გადურჩა, მაგრამ ხელისუფლებაში დაბრუნებული ბურბონები მას ეჭვის თვალით უყურებდნენ. ისტორიკოსების ცნობით, ბურბონთა რესტავრრაციის დროს რუსტამს პოლიცია მეთვალყურეობდა.

1930 წლის რევოლუციის შემდეგ რუსტამი თავისი მეუღლის მამულში, დურდანში დასახლდა. ის კიდევ ერთხელ გაიხსენეს 1940 წლის 15 დეკემბერს წმინდა ელენეს კუნძულიდან პარიზში ნაპოლეონის ნეშტის გადმოსვენებისას და ცხადია ამ ისტორიულ ცერემონიალში მონაწილეობდა.

რუსტამი 65 წლის ასაკში 1845 წლის 7 დეკემბერ გარდაიცვალა დურდანში და აქვეა დაკრძალყული მეუღლესთან ერთად.

წყარო:

1. რუსტამი // ქართველები უცხოეთში : წ.1 / რუსუდან დაუშვილი, გრიგოლ კალანდაძე, რუსუდან კობახიძე, გოჩა ჯაფარიძე, თემურ ტარტარაშვილი. - თბ., 2012. - გვ.168. - პარალელური ტექსტი ქართ. და ინგლ. ენ.

2. რუსტამი - ნაპოლეონის მამლუქი / მერაბ კალანდაძე // ისტორიანი : ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი, 2011. სექტემბერი, № 9. - გვ. 46-49.


Share: