The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


მარგარიტა მაყაშვილი

Other name:მარგო  (Acronym)
Date of birth:2 March, 1908
Date of death:August, 1981  (at 73 years)
Category:Librarian

Biography

მარგარიტა (მარგო) ზაქარიას ასული მაყაშვილი დაიბადა 1908 წლის 2 მარტს, კახეთში, სოფელ იყალთოში (თელავის მუნიციპალიტეტი), თავად ზაქარია მაყაშვილის ოჯახში. დაამთავრა ქ. თელავის საშუალო სასწავლებელი.

საკუთარი ბიოგრაფიული ცნობის თანახმად, 1920-იან წლებში "არალეგალურად გადალახა საბჭოთა სახელმწიფოს საზღვარი და გადავიდა ირანში";

ირანში მუშაობდა სხვადასხვა სამუშაოზე, მათ შორის, 1936 წლიდან კინო "მაიაკის" დირექტორად.

ამავე "კინოფირმის მიერ 1946 წ. მივლინებულ იქნა პარიზს, ფილმების შესაძენად" (ავტობიოგრაფია);

1948 წელს დაბრუნდა საქართველოში;

1951 წელს ექსტერნად დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის ფილოლოგიური ფაკულტეტი;

იმავე წელს გადასახლებულ იქნა შუა აზიაში, ყაზახეთში;

1955 წელს რეაბილიტაციის შედეგად დაბრუნდა სამშობლოში;

1956-1978 წწ. იყო ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ბიბლიოთეკარი, 1959 წლიდან ბიბლიოთეკის გამგე;

ღრმა ერუდიციისა (ქართული, ირანული ფრანგული, რუსული ენების, ლიტერატურისა და კულტურის მცოდნე) და მაღალი ზნეობის პიროვნებამ, ჭეშმარიტმა პატრიოტმა დიდი ამაგი დასდო კონსერვატორიის ბიბლიოთეკას, მისი ფონდების გამდიდრებასა და კარტოთეკის შექმნას სხვადასხვა ენებზე.

მიღებული ჰქონდა საქართველოს დამსახურებული ბიბლიოთეკარის წოდება.

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ინახება ქალბატონი მარგოს მიერ გადმოცემული შოთა მილორავას სიმღერის - „გოგომ ლამაზმა“ - ნოტი, ყდაზე ავტოგრაფით: „ეს ნოტი კონსერვატორიის ბიბლიოთეკამ საჩუქრად გადასცა კარლ მარქსის სახ. რესპუბლიკურ ბიბლიოთეკას – ბიბლიოთეკის გამგე მაყაშვილი მ. ზ., 19/VI 66. 

მარგარიტა მაყაშვილი გარდაიცვალა 1981 წლის აგვისტოში. ოჯახი არ შეუქმნია. საფლავი დაკარგულია.

წყარო:

 ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 303-304

 

 

 

 


Share: