The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ირაკლი ჯორჯაძე

ირაკლი ჯორჯაძე
Date of birth:8 October, 1919
Date of death:24 September, 1992  (at 72 years)
Category:Scientist

Biography

ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე ერთადერთია ქართველ გენერლებს შორის, რომელიც ერთდროულად იყო სამხედრო მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, რსფსრ-ის მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე და საქართველოს მეცნიერებატა აკადემიის აკადემიკოსი.

დაიბადა 1919 წლის 8 ოქტომბერს სოფელ საბუეში (ყვარლის მუნიციპალიტეტი).

დაამთავრა თბილისის I შრომითი სანიმუშო-საჩვენებელი სკოლა და პარალელურად, გეოლოგიურ- საძიებო ტექნიკუმი (1934);

ლენინგრადის სამთო ინსტიტუტის სამი კურსის (1934-1937) გავლის შემდეგ გაიწვიეს წითელ არმიაში და მიავლინეს ფ. ძერჟინსკის სახელობის საარტილერიო აკადემიაში (1937-1940). 1940-1941 წლებში სწავლობდა იმავე აკადემიის ადიუნქტურაში;

ირაკლი ჯორჯაძე მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში(1941-1945). იბრძოდა დასავლეთის მიმართულებით, ბრიანსკის, კალინინის,სტალინგრადის, ცენტრალურ, ბელორუსიის I და II ფრონტებზე. მეთაურობდა ჯერ საარტილერიო ბატარეას („ჯორჯაძის ბატარეა“), შემდეგ დივიზიონს, უმაღლესი მთავარსარდლობის რეზერვის 240-ე და 1355-ე საარტილერიო პოლკებს. იყო 28-ე წითელდროშოვანი კუტუზოვის II ხარისხის ორდენოსანი საზენიტო-საარტილერიო დივიზიის შტაბის უფროსი; 

პარალელურად წერდა დისერტაციას.

26 წლის ოფიცერმა ჯერ კიდევ 1943 წელს შეიმუშავა სროლის ახალი მეთოდი, რომელიც საარტილერიო წესდებაში შევიდა.

ირაკლი ჯორჯაძე თითქმის სამი ათეული წლის მანძილზე მოღვაწეობდა მოსკოვის სამხედრო აკადემიებში (1946–1975).

1946–1962 წლებში პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა ძერჟინსკის სახელობის საარტილერიო აკადემიაში. 1952 წლიდან სამხედრო ისტორიისა და გეოგრაფიის კათედრის უფროსის მოადგილე ; 

სამხედრო მეცნიერებათა დოქტორი (1955), პროფესორი (1956);

1962–1965 წლებში იყო ჩრდილოეთის ჯარების ჯგუფის სარდლის მოადგილე, საჰაერო თავდაცვის სარდალი;

1965–1980 წლებში კვლავ  დაუბრუნდა პედაგოგიურ საქმიანობას გენშტაბის აკადემიაში.

არტილერიის გენერალ-მაიორი (1960);

არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი (1975);

რსფსრ მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1973);

საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1979-1992);

ირაკლი ჯორჯაძე იყო ავტომატიზირებული მართვის სისტემების ცნობილი სპეციალისტი საბჭოთა კავშირში. მას ეკუთვნის რავალრიცხოვანი სამეცნიერო შრომები და წიგნები სამხედრო საქმის სხვადასხვა საკითხზე.

მისი ავტორობით 1990 წელს თბილისში გამოიცა წიგნი „ ნარკვევები საქართველოს სამხედრო ხელოვნების ისტორიიდან“.

მიღებული აქვს 12 ორდენი და 16 მედალი.

გარდაიცვალა 1992 წლის 24 სექტემბერს.

წყარო:

1. https://ka.wikipedia.org/wiki//ირაკლი_ჯორჯაძე 

2. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: . 11.-თბ., 1987.-გვ. 573;

3. https://ru.wikipedia.org/wiki/Джорджадзе,_Ираклий_Иванович

   

ირაკლი ჯორჯაძე "პირველი იბრძვის აზრი" // ახალგაზრდა კომუნისტი. - თბ., 1987. - 24 ოქტომბერი. - გვ.


Share: