The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ირაკლი ბერიძე

ირაკლი ბერიძე
Date of birth:27 January, 1919
Date of death:27 July, 1997  (at 78 years)
Category:Musician

Biography

საზოგადო მოღვაწე, მევიოლინე, პედაგოგი, ირაკლი გიორგის ძე ბერიძე დაიბადა 1919  წლის 27 იანვარს, თბილისში.

1930 წლიდან სწავლობდა თბილისის I სამუსიკო სასწავლებელში (პროფ. გროსმანის კლასი);

1945 წელს დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორია (პროფ. დავით ოისტრახის სავიოლინო კლასი);

1939 წლიდან იყო საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის სოლისტი;

1941-1942 წწ. -საქართველოს სიმფონიური ორკესტრის მევიოლინე; საქართველოს სიმებიანი კვარტეტის წევრი;

1943-1946 წწ. - თბილისის „ნიჭიერთა ათწლედის“ პედაგოგი;

1947-1950 წწ. - მოსკოვის კონსერვატორიის ასპირანტი;

1950-1954 წწ. - თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის პედაგოგი; 1960-1967 წწ. - პრორექტორი სასწავლო–სამეცნიერო დარგში;

1955-1956 წწ.-  ქუთაისის მუსიკალური სასწავლებლის პედაგოგი;

1958 წ.-  ჩაიკოვსკის სახელობის საერთაშორისო კონკურსის ჟიურის პასუხისმგებელი მდივანი (მოსკოვი);

1959-1960 წწ. - ქ. შანხაის (ჩინეთი) კონსერვატორიის პროფესორ–კონსულტანტი;

1967-1972 წწ. - ქ. კაიროს (ეგვიპტე) ეროვნული კონსერვატორიის რექტორი და პროფესორი (ვიოლინოს კლასი);

1972-1990 წწ. - თსკ-ის პედაგოგი; 1990-1994 წწ. - ვიოლინოსა და ალტის კათედრის გამგე;

1973-1979 წწ.- თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის ეროვნული თეატრის დირექტორი;

ირაკლი ბერიძეს დიდი ღვაწლი მიუძღვის მევიოლინეთა ახალგაზრდა კადრების აღზრდაში. მის მოწაფეთაგან ბევრი მუსიკოს-შემსრულებელთა საერთაშორისო კონკურსების ლაურეატია.

ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი (1950), პროფესორი (1966). 

საქართველოს სახალხო არტისტი (1985)

გარდაიცვალა 1997 წლის 27 ივლისს, თბილისში. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.

ჯილდოები: ჩინეთ–საბჭოთა კავშირის მეგობრობის მედალი; ეგვიპტის ხელოვნების აკადემიის დიდი ოქროს მედალი;

ირაკლი ბერიძის მეუღლეც მუსიკოსი, პიანისტი იყო. მათი ქალიშვილი თამარ ბერიძე ყოფილი პიანისტია. შემდეგ არქეოლოგობა არჩია, თუმცა ოჯახი მუსიკოსთან შექმნა.  მისი მეუღლეა დირიჟორი და კომპოზიტორი ვატო კახიძე.

 წყარო:

1. საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.405

2. https://georgianencyclopedia.ge/en/pdf-export/23948 

3. Маркозрв Л.  Юный скрипач Ираклий Беридзе // Заря Востока. - Тбилиси, 1936. - Декабрь. - N290. - С.4

4. ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი– თბ., 2015. – გვ. 76


Share: