The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ბაბა ჰასან ფაშა დეი

Date of birth:17??
Date of death:1798
Category:Military Person

Biography

1791-1798 წლებში ალჟირის ქართველი მმართველის, სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწის ბაბა ჰასან ფაშა-დეის დაბადების თარიღი უცნობია. წარმოშობით ახალციხედან იყო. ახალგაზრდობაში ალჟირში მოხვდა და თურქული გარნიზონის - იენიჩერთა რიგებში ჩაეწერა. მან მუჰამედ ბენ უსამა დეის მმართველობის პერიოდში შეისწავლა საზღვაო საქმე. 1770-იან წლებში ხელმძღვანელობდა ალჟირის ფლოტილიას რუსეთ-თურქეთის საზღვაო ბრძოლებში. 1775 წელს ჰასანი დაატყვევეს ესპანელებმა და მისი ალჟირში დაბრუნება საფრანგეთის მეფის ლუი XIV-ის ჩარევის შედეგად მოხდა.

ჰასანს ჯერ „ვექილჰარიჯის“ - საზღვაო და შემოსავლების მინისტრის, შემდეგ კი „ჰაზნაჯის“ - პრემიერ-მინისტრის თანამდებობები ეკავა. ალჟირის მმართველის გარდაცვალების შემდეგ 1791 წლის 13 ივლისს, იანიჩართა მოთხოვნით ქვეყნის მმართველად აირჩიეს.

ახალმა მმართველმა ალჟირს შემოუერთა ესპანელების მიერ ოკუპირებული ორანიის პროვინცია და საფაშოში განახორციელა მნიშვნელოვანი რეფორმები. აწარმოებდა მოლაპარაკებებს იმ დროინდელ ევროპისა და ამერიკის მმართველებთან. შემონახულია მისი მიმოწერა აშშ-ს პირველ პრეზიდენტან ჯორჯ ვაშინგტონთან. ვაშინგტონმა მას საჩუქრად გამოუგზავნა ამერიკაში დამზადებული ხომალდი სახელად „ჰასან ფაშა“. ჰასანი შუამდგომლობდა ამერიკელ დიპლომატებს ტუნისსა და ლიბიის საფაშოებთან  ურთიერთობისას.

1794 წელს ჰასან ფაშა-დეიმ ააგო ამჟამად ალჟირის სიმბოლოდ აღიარებული, ქეჩაუას მეჩეთი ქალაქ ალჟირში.

გარდაიცვალა 1798 წლის 15 მაისს ალჟირში.

წყარო:

ბაბა ჰასან ფაშა-დეი // ქართველები უცხოეთში : წ.1 / რუსუდან დაუშვილი, გრიგოლ კალანდაძე, რუსუდან კობახიძე, გოჩა ჯაფარიძე, თემურ ტარტარაშვილი. - თბ., 2012. - გვ.29. - პარალელური ტექსტი ქართ. და ინგლ. ენ.


Share: