The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


აბუ ალ ფიდა ისმაილი

Date of birth:1758  (266 years)
Category:Military Person

Biography

ტუნისისა და ოსმალეთის იმპერიის სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწე, წარმოშობით ქართველი აბუ ალ-ფიდა ისმაილი 1758 წელს დაიბადა. იგი იყო ტუნისის ფაშის, ისმაილ ქაჰია ალის (1759-1782 წწ.) ვეზირი და ფავორიტი მამლუქი საქართველოდან. 1760-იან  წლებში გახლდათ ტუნისის კავალერიის მეთაური, ხოლო შემდეგ - „ქაჰია ლ-მაჰალლა“ - ადგილობრივი მოსახლეობისაგან გადასახადების ამკრეფთა მეთაური.

1776 წლის ოქტომბერში ისმაილ ქაჰია ფაშას დედით ქართველ ქალიშვილზე, აიშაზე, დაქორწინდა და მმართველი ოჯახის წევრი გახდა. ამ პერიოდში ისმაილ ქაჰია ტუნისის საბაჟო უწყებას განაგებდა და იქ საფრანგეთის სავაჭრო ინტერესებს ლობირებდა.

აბუ ალ-ფიდა 1782 წელს, ალის გარდაცვალების შემდეგ, მის მემკვიდრეებთან უთანხმოების გამო, ტუნისიდან ეგვიპტეში, იქიდან კი სტამბულში გადასახლდა. 1786 წლის აგვისტოში მან მონაწილეობა მიიღო ეგვიპტის აჯანყებულ მამლუქი ბეგების წინააღმდეგ ოსმალეთის დამსჯელ ექსპედიციაში ღაზი ჰასან კაპუდან ფაშას ხელმძღვანელობთ. 1788 წლის დეკემბერში დაინიშნა ეგვიპტის ფაშად. 1791 წლის მაისში აბუ-ალ ფიდა ისმაილი ეგვიპტიდან გაიწვიეს და მორიის ფაშად დანიშნეს.

ოსმალეთის სულთან სელიმ III -ის დროს, 1804-1805 წლებში, ისმაილს სულთის სასახლის კომნდანტის - ბოსტანჯიბაშის თანამდებობაზეა. იყო ოსმალეთის კაპუდან ფაშა (ადმირალი). 1805 წლის 24 აპრილიდან 1806 წლის 14 ნოემბრამდე  ოსმალეთის დიდვაზირის თანამდებობა ეკავა.

აბუ ალ-ფიდა ისმაილი მოწინააღმდეგეებმა მოკლეს 1807 წელს. მისი შთამომავალი,  ფაისალ ბეი ტუნისის სამეფო ოჯახის წარმომადგენელია და ცხოვრობს საფრანგეთში.

აბუ ალ-ფიდა ისმაილი ტუნისში მოღვაწე სხვა ქართველ მამლუქ ვეზირ მუსტაფა ხუჯასთან ერთად შეყვანილია ბურკეს სამეფო ოჯახთა ცნობარში.

წყარო:

აბუ ალ-ფიდა ისმაილი // ქართველები უცხოეთში : წ.1 / რუსუდან დაუშვილი, გრიგოლ კალანდაძე, რუსუდან კობახიძე, გოჩა ჯაფარიძე, თემურ ტარტარაშვილი. - თბ., 2012. - გვ.10. - პარალელური ტექსტი ქართ. და ინგლ. ენ.


Share: