The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


გოჩა ალადაშვილი

გოჩა ალადაშვილი
Date of birth:1963  (61 years)
Category:Athlete

Biography

გოჩა ალადაშვილი ფეხბურთს 12 წლის ასაკიდან თამაშობს. დაამთავრა "ნორჩი დინამოს საფეხბურთო სკოლა", სადაც მისი მწვრთნელი გრიგოლ გაგუა გახლდათ. შემდეგ კი, იმ წლებში შექმნილ სპეცკლასში გააგრძელა სწავლა.

მე-10 კლასში იყო, როდესაც ნოდარ ახალკაცმა თბილისის "დინამოს" დუბლებში მიიწვია. 1979-1980 წლებში გუნდის მეკარე იყო. 1980-იანების ბოლო წლები კი თბილისის "ლოკომოტივში" გაატარა. შემდეგ სავალდებულო სამხედრო სამსახურის დროც მოვიდა. გაუშვეს უკრაინაში. იქაც ფეხბურთს თამაშობდა და ეს მსახურებად ეთვლებოდა.

საქართველოში დაბრუნებულმა გოჩა ალადაშვილმა დამხმარე მწვრთნელის პოზიცია დაიკავა. რამდენიმე მწვრთნელთან მოუხდა მუშაობა, მათ შორის, ოთარ გაბელიასთან.

ასევე, იყო ყვარლის "დურუჯის" მწვრთნელი.

1993 წელს ნოდარ ახალკაცმა მოსკოვში გაუშვა მწვრთნელთა უმაღლეს სკოლაში სასწავლებლად. მერე სწავლა დოქტორანტურაში გააგრძელა. მოსკოვში, საერთო ჯამში, 5 წელი გაატარა და დისერტაციაც დაიცვა ფეხბურთის სპეციალობით.

დოქტორანტურაში სწავლისას, ბრაზილიელებთან - ედსონ ალვარესსა და ანტონიო კარლოს გომესთან ძალიან ახლო, მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა. მათ თავიანთ ქვეყანაში მიიწვიეს. ორი კვირის შემდეგ კი შესთავაზეს, ბრაზილიაში დარჩენილიყო და როგორც დოქტორს, სან პაულუს უნივერსიტეტში მოესინჯა ძალები.

წინანადება ფრიად მაცდუნებელი გახლდათ, მითუმეტეს, რომ იმ პერიოდში  საქართველოში საკმაოდ მძიმე სიტუაცია იყო, მაგრამ ბრაზილიაში დასაქმების უფლება რომ მოგცენ, მათი ენა უნდა იცოდე, გოჩა კი პორტუგალიურს არ ფლობდა.

გოჩა ალადაშვილი ექვსი თვე სწავლობდა პორტუგალიურ ენას ფედერალურ უნივერსიტეტში. თავს არ ზოგავდა, დღეში ხუთ საათს მეცადინეობდა. სან პაულუს უნივერსტეტის შემდეგ გოჩა ალადაშვილი მიიწვიეს კურიტიბას ტუიუჩის კერძო უნივერსიტეტში. ქართველი სპეციალისტი ბრაზილიელ ახალგაზრდებს სპორტული წვრთნის საფუძვლებს ასწავლიდა. აქტიურად მონაწილეობდა უნივერსიტეტის სპორტულ ცხოვრებაში, დადიოდა სხვადასხვა სპორტულ თუ ზოგად კონფერენციებზე, როგორც ქვეყნის გარეთ, ისე შიგნით. პარალელურად, პრაქტიკულ საამწვრთნელო პროცესშიც იყო ჩართული, მამაკაცებისა და ქალების გუნდებს ავარჯიშებდა.

2001 წელს ბრაზილიის ქალთა ნაკრებში მწვრთნელთა კოორდინატორად მიიწვიეს. მის ფუნქციებში შედიოდა სამწვრთნელო პროცესის დაგეგმვა და ასე შემდეგ. ამ ასპარეზზე თავის ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევად ამავე წელს ჩინეთში გამართულ მსოფლიო უნივერიადაზე ბრაზილიის ქალთა საუნივერსიტეტო ნაკრების გამარჯვებას  ასახელებს.

მერე იყო ისევ უნივერსიტეტი, შემდეგ, "ატლეტიკო პარანენსესაში",  ერთ-ერთ უდიდეს საფეხბურთო კლუბში გადავიდა, რომლის სამწვრთნელო შტაბში სამი წელი გაატარა. თამაშის დაგეგმარება და აღმოსავლეთ ევროპაში მათი წარმომადგენლობა ებარა... 

იმუშავა, ასევე, "ფორტალეზაში", და ქალაქ კურიტიბას ფიზკულტურის უნივერსიტეტში.

საფეხბურთო-სამწვრთნელო კარიერაც ამავე შტატში გააგრძელა.

2012 წლის შემდეგ გოჩა ალადაშვილი ნახევარი წელი საქართველოში ცხოვრობდა, მეორე ნახევარი - ბრაზილიაში. 2017 წელს საბოლოოდ დაბრუნდა და პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა სპორტის უნივერსიტეტში. კითხულობს ლექციებს ფეხბურთის სპეციალობით. გარდა ამისა, მუშაობს სპორტის მასწავლებლად 61-ე საჯარო სკოლაში.

წყარო:

1. https://www.radiotavisupleba.ge/a/1533202.html 

2. ალადაშვილი, გოჩა. ჩვენი კაცი პელეს ქვეყანაში / გოჩა ალადაშვილი ; ესაუბრა მერაბ მამულაშვილი // ათიანი. - თბილისი, 2008. - ივლისი. - N18. - გვ.62-63

3. ალადაშვილი გოჩა. ბრაზილიელების მეგობარი ქართველი!:ინტერვიუ/ჩაიწერა ალეკო კაკაურიძემ // ლელო. თბილისის. 2022. 6 იანვარი. N2. გვ.5

 

 

 

 

 

 


Share: