The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ივერი კეკენაძე

ივერი კეკენაძე
Date of birth:1998  (26 years)
Category:Musician

Biography

ჭი­ა­თუ­რის სან­დრო კავ­სა­ძის სა­ხე­ლო­ბის N 1 სა­მუ­სი­კო სკო­ლისა და თბი­ლი­სის ზა­ქა­რია ფა­ლი­აშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ცენ­ტრა­ლუ­რი სა­მუ­სი­კო სას­წავ­ლებ­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, ივერი კეკენაძემ 100% სა­ხელ­მწი­ფო გრან­ტით ჩა­ა­ბა­რა ივ. ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სახ. თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სო­ცი­ა­ლურ და პო­ლი­ტი­კურ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ფა­კულ­ტეტ­ზე სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, შემ­დეგ კი თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო კონ­სერ­ვა­ტო­რიის საფორ­ტე­პი­ა­ნო ფაკულტეტზე.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამა 2021 წელს დაამთავრა და ამავე წელს მოიპოვა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სამუსიკო ხელოვნების ბაკალავრის ხარისხი კლავიშებიანი საკრავების მიმართულებით.

ივე­რი სხვა­დას­ხვა სა­ერ­თა­შო­რი­სო და რეს­პუბ­ლი­კუ­რი კონ­კურ­სის პირ­ვე­ლი პრე­მი­ის თუ გრან-პრის ლა­უ­რე­ა­ტია.

2018-2019 წლებ­ში Erasmus+ სა­ერ­თა­შო­რი­სო მო­ბი­ლო­ბის ფარ­გლებ­ში სწავ­ლობ­და ფინეთში, სი­ბე­ლი­უ­სის აკა­დე­მი­ა­ში, ჰელ­სინ­კის ხე­ლოვ­ნე­ბის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში.

სხვა­დას­ხვა სას­წავ­ლო კურ­სე­ბი აქვს გავ­ლი­ლი ოქსფორდში (ბრი­ტა­ნე­თი, 2016), ინ­გე­სუნ­დის სა­მუ­სი­კო აკა­დე­მი­ა­ში (შვე­დე­თი, 2020-2021), სი­ე­ნას მუ­სი­კის აკა­დე­მი­ა­ში (იტა­ლია, 2021). პარალელურად, აქტიურად მონაწილეობდა კლასიკური მუსიკის კონცერტებში.  მას­ტერკლა­სებ­სა და ფეს­ტი­ვა­ლებ­ში ევ­რო­პის მას­შტა­ბით, მათ შორის: Beflugelt (შვეიცარია, 2021), Sound of Lempääla (ფინეთი, 2021)და ა.შ.

2022 წელს შვე­დე­თის მალ­მოს მუ­სი­კის აკა­დე­მი­ამ, რო­მელ­საც ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბის სტუ­დენტს შო­რის ერთი შემ­სრუ­ლე­ბე­ლი უნდა გა­მო­ევ­ლი­ნა სიმ­ფო­ნი­ურ ორ­კესტრთან კონ­ცერ­ტის­თვის, არ­ჩე­ვა­ნი ქარ­თველ პი­ა­ნისტზე შე­ა­ჩე­რა;

მალ­მოს მუ­სი­კის აკა­დე­მი­ის სიმ­ფო­ნი­ურ ორ­კესტრთან ერ­თად ივე­რიმ ბრწყინ­ვა­ლე კონ­ცერ­ტი გა­მარ­თა (მალ­მო და ჰელ­სინ­ბორ­გი). მუსიკოსმა მაგისტრატურა გაიარა მალმოს მუსიკის აკადემიასა და ლუნდის უნივერსიტეტში (შვედეთი), ერთი მხრივ, საშემსრულებლო ხელოვნების და ამასთან ერთად, ევროპისმცოდნეობის სპეციალობით.

2020 წლის იანვრიდან ივერი კეკენაძე გახლდათ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის თანამშრომელი, სა­დაც ერას­მუს+ პრო­ექ­ტე­ბის კო­ორ­დი­ნა­ტო­რად მუ­შა­ობ­და. 2021 წელს ის აღნიშნული დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად, 2022 წლიდან კი დეპარტამენტის უფროსად დაინიშნა.

ახალ­გაზ­რდა პი­ა­ნის­ტი AEC (ევ­რო­პის კონ­სერ­ვა­ტო­რი­ე­ბის, მუ­სი­კის აკა­დე­მი­ე­ბი­სა და სა­ხე­ლოვ­ნე­ბო სას­წავ­ლებ­ლე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ის) სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის კო­ორ­დი­ნა­ტორ­თა სა­მუ­შაო ჯგუ­ფის წევ­რია, ხელ­მძღვა­ნე­ლობს კო­ორ­დი­ნა­ტორ­თა ყო­ველ­წლი­უ­რი კონ­ფე­რენ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზე­ბას და დგამს ნა­ბი­ჯებს კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლი­ზა­ცი­ის კუ­თხით.

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია "ერასმუსის" პროგრამით ყოველწლიურად ევროპულ სასწავლებლებში 30-მდე სტუდენტს აგზავნის, როგორც საშემსრულებლო, ასევე კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის მიმართულებით.

ივერი კეკენაძის თაოსნობით კონსერვატორიაში საშემსრულებლო მიმართულებისთვის დაინერგა - სასწავლო კურსი - Performance coaching. ამ საგ­ნის მი­ზა­ნია სტუ­დენ­ტებს და­ეხ­მა­როს იმ უნა­რე­ბის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა­ში, რაც უპა­სუ­ხებს თა­ნა­მედ­რო­ვე სა­მუ­სი­კო კა­რი­ე­რისა და სა­შემ­სრუ­ლებ­ლო ხე­ლოვ­ნე­ბის გა­მოწ­ვე­ვებს. მუსიკოსი  მუდ­მი­ვად ეძებს კონ­ტაქ­ტებს ახალ უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­თან. პარტნი­ო­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის და­სამ­ყა­რებ­ლად, თა­ნამ­შრომ­ლობს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნე­ბის კულ­ტუ­რულ და შე­მოქ­მე­დე­ბით ინ­დუსტრი­ებ­თან და კონ­სორ­ცი­უ­მებ­თან, უძღვე­ბა სტუ­დენ­ტე­ბის, ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი თუ პე­და­გო­გი­უ­რი პერ­სო­ნა­ლის Erasmus+ მო­ბი­ლო­ბას, ამ­ზა­დებს ევ­რო­კავ­ში­რის თუ სხვა დო­ნო­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მიერ გა­მო­ცხა­დე­ბულ კონ­კურ­სებ­ში კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბელ საპ­რო­ექ­ტო გა­ნა­ცხა­დებს.

ივერი კეკენაძის ჩარ­თუ­ლო­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბისა და სხვა აქ­ტი­ვო­ბე­ბის სია ძა­ლი­ან შთამ­ბეჭ­და­ვია. ყო­ვე­ლი ასე­თი პრო­ექ­ტი სა­ბო­ლო­ოდ არა მხო­ლოდ თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის ყვე­ლა თა­ო­ბის მუ­სი­კო­სის პო­პუ­ლა­რი­ზე­ბას, არა­მედ, ზო­გა­დად ქარ­თუ­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი გე­ნისა და ქვეყ­ნის ცნო­ბა­დო­ბის ამაღ­ლე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა.

წყარო:

https://www.ambebi.ge/article/292012-25-clis-kartveli-pianistis-saertashoriso-carmateba/


Share: