The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ზურაბ ნათიშვილი

Date of birth:20 August, 1869
Date of death:30 July, 1937  (at 67 years)
Category:Military Person

Biography

რუსეთის საიმპერატორო არმიის ოფიცერი ზურაბ გიორგის ძე ნათიშვილი (Захарий Григорьевич Нати́ев) დაიბადა 1869 წლის 20 აგვისტოს თბილისის გუბერნიის აზნაურთა ოჯახში.

1892 წლის 4 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ზურაბ და პავლე ნათიშვილები სამოქალაქო მრჩეველ გიორგი ეფრემის ძე ნათიშვილის შვილები იყვნენ.

განათლება: სწავლობდა თბილისის კადეტთა კორპუსში (არ დაუმთავრებია), ელიზავეტგრადის იუნკერთა საკავალერიო სასწავლებელსა და სანკტ-პეტერბურგის საოფიცრო-საკავალერიო სასწავლებელში, რომელიც წარჩინებით დაამთავრა.

სამხედრო სამსახურში იყო 1886 წლს 15 აგვისტოდან. მსახურობდა რიგითად ტვერის 43-ე დრაგუნთა პოლკში.

ელიზავეტგრადის სასწავლებლის მეორე თანრიგით დამთავრების შემდეგ პოლკში დაბრუნდა ესტანდარტ-იუნკერის წოდებით.

სამხედრო კარიერა: კორნეტი (1893, 27 მარტი); პორუჩიკი (1898); შტაბს-როტმისტრი (1902); როტმისტრი (1906);

1909 წლის 1 იანვრის მონაცემებით ირიცხებოდა ტვერის მე-16 დრაგუნთა პოლკში. 1911 წელს გადაიყვანეს ნიჟეგოროდის მე-17 დრაგუნთა პოლკში. 1912 წლის 17 ივლისიდან თავმჯდომარეობდა პოლკის სასამართლოს.

1912 წელს მიიღო პოდპოლკოვნიკის, 1915 წელს - პოლკოვნიკის წოდება. მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში (1914-1918).

1915-1917 წლებში იყო ნიჟეგოროდის მე-17 დრაგუნთა პოლკის მეთაური.

1917 წლის 21 იანვარს დანიშნეს კავკასიის კავალერისტთა დივიზიის მსროლელთა პოლკის მეთაურად. იმავე წლის აგვისტოს თვეში კი გადაიყვანეს პავლოგრადის მე-2 ლეიბ-ჰუსართა იმპერატორ ალექსანდრე III-ის პოლკის უფროსად.

1918 წელს მიანიჭეს გენერალ-მაიორის წოდება.

ომის დამთავრების შემდეგ მსახურობდა ჯერ უკრაინის შეიარაღებულ ძალებში, იყო ზაპოროჟიეს დივიზიის მეთაური, რომლებიც ებრძოდნენ ბოლშევიკებს (1918), მოგვიანებით კი რუსეთის მოხალისეთა არმიას შეუერთდა.

საიმპერატორო არმიაში სამსახურის პერიოდში ბრძოლებში თავის გამოჩენისთვის  მიღებული ჰქონდა ჯილდოები:„გიორგის იარაღი“ (1918); წმ. სტანისლავის III (1901) და II (1914; მახვილებით, 1916), წმ. ანას III (1910) და II (მახვილებით, 1915), წმ. ვლადიმერის IV (მახვილებითა და ბაბთით, 1915) და III (მახვილებით, 1916) ხარისხის ორდენები. 

1921 წლიდან ემიგრაციაში იყო საფრანგეთში, სადაც არჩეული იყო ნეჟიგოროდის დრაგუნთა პოლკის ოფიცერთა კავშირის თავმჯდომარედ.

გარდაიცვალა პარიზში, 1937 წლის 30 ივლისს, რასაც ადასტურებს რუსი ემიგრანტი და სამხედრო ისტორიკოსი გიორგი ტანუტროვი და მასთან შეხვედრასაც იხსენებს.

 წყარო:

1. https://ka.wikipedia.org/wiki/ზურაბ_ნათიშვილი 

2. https://ru.wikipedia.org/wiki/Натиев,_Зураб_Георгиевич

3. https://mematiane.ge/product-details.php?id=1249

4. https://prosopography.iliauni.edu.ge/factoids/58770-1892-tslis-4-ianvris-gazet-iveriis-tsnobit-zurab


Share: