The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


გიორგი ნადარაია

გიორგი ნადარაია
Other name:ნუგეშა
Date of birth:1921  (103 years)
Date of death:199?
Category:Medical Doctor

Biography

გიორგი (ნუგეშა) ნადარაია ექიმი-ეპიდემიოლოგი იყო. ის გახლდათ გაეროს ერთ-ერთი პირველი ექსპერტი, ვინც მსოფლიოს ცხელ წერტილებში ქოლერას და სხვა საშიშ ვირუსებს ებრძოდა.მუშაობდა აფრიკაში, შუა აზიაში, ასევე, განვითარებულ ქვეყნებში, შვეიცარიაში თუ სხვაგან.

ექიმის პროფესიისადმი სიყვარულს ოჯახური ტრაგედიაც უწყობდა ხელს. დედამისმა ცნობილი ვირუსის „ისპანკას“ გავრცელების დროს სამი შვილი დაკარგა და სწორედ ამის გამო გადაწყვიტა გიორგიმ ამ პროფესიაზე გაეკეთებინა არჩევანი.

მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე ჩააბარა სამედიცინოზე, მაგრამ მალე მთელი სამედიცინო ინსტიტუტი ომში წაიყვანეს, სადაც სანიტრებად მუშაობდნენ. დემობილიზაციის შემდეგ ერევანში დაასრულა განათლების მიღების პროცესი. შემდეგ ლვოვში მუშაობდა, პირველ ხაზზე. ომის დამთავრების შემდეგ კი საქართველოში ჩამოვიდა და იმ დროიდან მოყოლებული, ყოველთვის ოპერატიულ სამსახურს ეწეოდა.

ფსიქოლოგ ლიკა ნადარაიას მონათხრობით, მამამისი თავდადებული ეპიდემიოლოგი გახლდათ. 1960-იანი წლების ბოლოს ის გაეროს ექსპერტებმა შეარჩიეს და სამუშაოდ მიიწვიეს. უცხო ენებიდან მხოლოდ გერმანული იცოდა, მაგრამ იმდენად მოეწონათ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მაშინდელმა წარმომადგენლებმა ინგლისში, ოქსფორდის უნივერსიტეტში გაუშვეს ენის შესასაწავლად. გიორგი ნადარაია სამ თვეში ინგლისურად კითხულობდა ლექციებს.

მთელი საბჭოთა კავშირიდან გაერომ 2-3 პროფესიონალი შეარჩია, მათგან ერთ-ერთი გიორგი ნადარაია იყო. მისი საზღვარგარეთ გასვლა განსაკუთრებით სათუო გახლდათ, რადგან რეპრესირებული ოჯახიდან იყო და „ხალხის მტრის“ შვილად ითვლებოდა.

თუმცა იმ პერიოდში საბჭოთა კავშირი ძველებურად ჩაკეტილი სისტემა აღარ იყო და საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე გარკვეული ვალდებულებები ჰქონდა. ეს ეხებოდა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასაც.

ინგლისში სწავლის დასრულების შემდეგ გიორგი ნადარაია ნიგერიაში წავიდა სამუშაოდ, დასავლეთ აფრიკას კურირებდა გაეროს მიწვევით. ოპერატიულ სამუშაოებს ასრულებდა უშუალოდ იმ ადგილებში, სადაც დაავადებების ცხელი კერები იყო. ქოლერის ეპიდემიის აფეთქების დროს, შუა აზიაში მუშაობდა და ამისთვის არაერთი სიგელი აქვს მიღებული.

ლიკა ნადარაია იგონებს, რომ მამამისი საზღვარგარეთ თავდაპირველად მარტო წავიდა, იქ დამკვიდრების შემდეგ კი ოჯახიც წაიყვანა. გამუდმებით „კგბ“-ს კონტროლის ქვეშ იყვნენ, მაგრამ გაეროს პასპორტი უფრო თავისუფლად ყოფნის საშუალებას იძლეოდა.

გიორგი ნადარაია პრაქტიკოსი ექიმი იყო  და აკადემიურ მოღვაწეობასაც ეწეოდა. სამშობლოში 1970-იანი წლების შუა ხანებში დაბრუნდა.

1970-1980-იან წლებში რესპუბლიკის მთავარი ეპიდემიოლოგი იყო. ასევე, ეპიდემიოლოგიის კათედრის გამგე. პრაქტიკული საქმიანობის პარალელურად, ძალიან ბევრი ნაშრომი შექმნა.

მისი სადოქტორო დისერტაცია იყო ეპიდემიების განვითარების დინამიკა. წერდა, რომ ეპიდემიები კორელაციებშია ერთმანეთთან, ანუ როცა ერთი ეპიდემია მიაღწევს ზღვარს, სხვა ეპიდემიები განერიდებიან არსებულს.

გიორგი ნადარაიას ქალიშვილი, ლია ნადარაია განათლებით ფსიქოლოგია. 1978 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგია-ფილოსოფიის ფაკულტეტი. 1978-1981 წწ. იყო ნევროლოგიის ინსტიტუტის ფსიქოლოგი; 1981-1989 წწ. კარდიოლოგიის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1989-1990 წწ. გაიარა სტაჟირება აშშ-ში; 1991-1992 წწ. იყო ამერიკული ბიზნეს-სკოლის დირექტორი; 

ამჟამად არის გენდერის ექსპერტი, ქალთა პოლიტიკური რესურსცენტრის დირექტორი, სამხრეთ კავკასიის ქალთა კონგრესის თავმჯდომარე და კავკასიის ფემინისტური ინიციატივის პრეზიდენტი. 2014 წლიდან ის გაეროს ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კონვენციის (CEDAW) კომიტეტის წევრია. 

წყარო:

1. https://old.tbiliselebi.ge/index.php?newsid=268458418

2. https://primetime.ge/news/istoriebi/exclusive-dedamiss-3-shvili-espankati-daeghupa-vin-iyo-who-s-pirveli-qartveli-epidemiologi-romelits-qoleras-da-skhva-sashish-virusebs-ebrdzoda

3. https://eeg.ge/EEG-Speakers-LiaNadaraia-ge.php


Share: