The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ალექსანდრე კვინიხიძე

ალექსანდრე კვინიხიძე
Date of birth:24 September, 1946  (77 years)
Category:Physicist

Biography

ალექსანდრე ნიკოლოზის ძე კვინიხიძე დაიბადა 1946 წლის 24 სექტემბერს, თბილისში. 1967 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი.

1973-1976 წლებში იყო ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის უმცროსი, ხოლო 1976-1992 წლებში უფროსი მეცნიერ თანამშრომელი;

1993-1994 წწ. - მიწვეული პროფესორი გერმანიის უნივერსიტეტში (Erlangen University);

1995-1999 წწ. - ავსტრალიის უნივერსიტეტის (Flinders University) ფიზიკის დეპარტამენტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, ხოლო 2002-2003 წლებში მიწვეული პროფესორი ამავე უნივერსიტეტში;

1999-2001 წწ.- ინგლისის ერთ-ერთი უნივერსიტეტის (University Of Manchester) ფიზიკისა და ასტრონომიის დეპარტამენტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი;

2002-2006 წწ. - ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი, 2006 წლიდან - უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 

2005-2006 წწ. - აშშ-ში, ვაშინგტონის უნივერსიტეტის (University Of Washington) მიწვეული პროფესორი ფიზიკის ფაკულტეტზე;

2006, 2007, 2008 (IX-XI) წწ. - მიწვეული პროფესორი (Institut für Kernphysik and Juelich Center for Hadron Physics Forschungszentrum-Jülich, გერმანია);

ალექსანდრე კვინიხიძე 2002 წლიდან ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორია, ხოლო 2009 წლიდან საქართველოს ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი.

2021 წლიდან - აკადემიკოსი;

მეცნიერის ინტერესების სფეროა: ველის კვანტური თეორია, კვანტური ქრომოდინამიკა, ველის ეფექტური თეორია, დენები და ყალიბური ინვარიანტობა, მრავალი ნაწილაკის პრობლემა, კვარკები და ადრონები ცხელ და მკვრივ გარემოში და ა.შ.  იგი 70-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია. სხვადასხვა წლებში მონაწილეობდა არაერთ საერთაშორისო კონფერენციასა და სიმპოზიუმში.

წყარო:

1. საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.33;

2. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: science.org.ge 

3. https://tsu.ge/ka/library/lib-authors/10316


Share: