The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ალექსანდრე ნაკაშიძე

ალექსანდრე ნაკაშიძე
Date of birth:1837
Date of death:27 May, 1905  (at 68 years)
Burial location:ალექსანდრე ნეველის ლავრის ნიკოლსკოეს სასაფლაო, სანკტ-პეტერბურგი
Category:Military Person

Biography

რუსეთის იმპერიის კავალერიის გენერალი ალექსანდრე დავითის ძე ნაკაშიძე წარმოშობით იყო ნაკაშიძეების თავადური საგვარეულოდან.

დაიბადა 1837 წელს, ქ. ოზურგეთში. განათლება მიიღო კერძო საგანმანეთლებლო დაწესებულებაში.

სამხედრო სამსახურში შევიდა 1853 წლის 16 ოქტომბერს, როგორც მოხალისე;

მონაწილეობდა მთიელთა წინააღმდეგ ლაშქრობებში კავკასიაში და ყირიმის ომში (1853-1856);

1857-1862 წწ. მსახურობდა სამეგრელოს გამგებლის ადიუტანტის საქმეთა შემსრულებლად;

1862-1863 წწ.  - ქუთაისის გენერალ-გუბერნატორის ადიუტანტი;

1862 წლის 10 დეკემბრიდან - შტაბს-კაპიტანი;

1863-1867 წწ. - კავკასიის მთავარი შტაბის უფროსის ადიუტანტი; მონაწილეობა  მიიღო დასავლეთ კავკასიის დამორჩილებაში;

1865 წელს მიენიჭა კაპიტნის წოდება; 

1867 წლის 16 აპრილს ალექსანდრე ნაკაშიძეს ეწოდა გვარდიის შტაბის კაპიტანი და დაინიშნა კავკასიის არმიაში (1867-1875);

1870 წლის 30 აგვისტოს, მისთვის დაკისრებული ბრძანებების შესანიშნავად შესრულებისთვის, იგი დააწინაურეს გვარდიის კაპიტნად, ხოლო, 1872 წლის 20 სექტემბერს მიიღო პოლკოვნიკის წოდება; 

1875-1877 წწ. მსახურობდა დაღესტნის ოლქის ავარიის ოლქის უფროსად;

1877 წელს, როდესაც თურქეთთან ომი დაიწყო, აქტიურად იბრძოდა პროთურქულად განწყობილი დაღესტნელების აჯანყების ჩახშობაში;

1877 წლის 8 ნოემბერს მიენიჭა გენერალ-მაიორის წოდება და დაინიშნა დასავლეთ დაღესტნის სამხედრო მეთაურად;

1880-1897 წწ.  -  ელიზავეტპოლის გუბერნიის  გუბერნატორი;

1889 წლის 30 აგვისტოს უბოძეს გენერალ-ლეიტენანტის სამხედრო წოდება;

1897 წლის 30 აგვისტოს გადადგა სამხედრო სამსახურიდან კავალერიის გენერლის წოდებით.

გარდაიცვალა 1905 წლის 27 მაისს, სანკტ-პეტერბურგში. დაკრძალულია ალექსანდრე ნეველის ლავრის ნიკოლსკოეს სასაფლაოზე.

ალექსანდრე ნაკაშიძის მეუღლე გახლდათ მარია იოახიმის ასული ესპეხო. მათი შვილი, მიხეილ ნაკაშიძე, ასევე სამხედრო პირი იყო.

საბრძოლო დამსახურებისა და სამსახურში წარჩინებისთვის ალექსანდრე ნაკაშიძეს მიღებული ჰქონდა: წმ. გიორგის, წმ. ვლადიმირის, წმ. ანასა და წმ. სტანისლავის სხვადასხვა ხარისხის ორდენები. ასევე, ლომისა და მზის სპარსული III ხარისხის ორდენი (1874), ოქროს ხმალი წარწერით "მამაცობისთვის" (1878), ლომისა და მზის სპარსული I ხარისხის ორდენი (1889), თეთრი არწივის ორდენი (1893), წმ. გიორგის ჯვარი (1855), იტალიის გვირგვინი კომანდორის ჯვრით (1891) და სხვა.

წყარო: 

1. https://ka.wikipedia.org/wiki/ალექსანდრე_ნაკაშიძე

2. https://mematiane.ge/product-details.php?id=1239

3. https://ru.wikipedia.org/wiki/Накашидзе,_Александр_Давидович 

 


Share: