The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ალექსანდრე კარტოზია

ალექსანდრე კარტოზია
Date of birth:8 January, 1959  (65 years)
Category:Philologist

Biography

ალექსანდრე (ალიკო) კარტოზია დაიბადა 1959 წლის 8 იანვარს ქ. თბილისში, ენათმეცნიერ გურამ კარტოზიას ოჯახში.

1981 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი.

1981-1982 წწ. იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მთარგმნელი;

1985-1988 წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის თანაშემწე;

1985-1988 წწ. - ამავე უნივერსიტეტის ზოგადი ენათმეცნიერების კათედრის მეცნიერ-თანამშრომელი;

1989 – 2005 წწ. - თსუ-ის გერმანული ფილოლოგიის კათედრის გამგე;

1986 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია;

1990-1991 წწ. – ზაარლანდის უნ-ტის მიწვეული პროფესორი;

1994-1996 წწ. – გეტინგენის უნ-ტის სპეცია­ლურ კვლევათა ცენტრის მეცნიერი თანამშრომელი;

ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1995). სადოქტორო დისერტაციის თემა - "ენა, ტექსტი, თარგმანი";

პროფესორი (1996);

1997-1998 წწ. - საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი;

1998-2004 წწ. - საქართველოს განათლების მინისტრი;

2004 წლიდან ცხოვრობს ბერლინში.

2005–2006 წწ. – ბრემენის უნ-ტის აღმოსავლეთ ევროპის ინ-ტის მეცნიერი თანამშრომელი;

2006 წლიდან – ოდერის ფრანკფურტის უნ-ტის მიწვეული პროფესორი (კულტუ­რის მეცნიერებათა ფაკ-ტი, შედარებითი ენათმეცნიერების კათედრა);

2015-იდან – თსუ-ის პროფესორი (ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკ-ტი, გერმანული ფილოლოგია).

არის ა. ფონ ჰუმბოლდტის ფონდის (გერმანია) სტიპენდიანტი (Fellow) (1994-იდან) და სა­ქართველოს ჰუმბოლდტის კლუბის პრეზიდენტი.

ალიკო კარტოზიას კვლევის სფეროა გერმანიკული ენები, ზოგადი ენათმეცნი­ერება, თარგმანმცოდნეობა, გერმანული ფილოლოგია. თანამრომლობს ბერლინის ლიტერატურულ სახლებთან და ატარებს სემინარებს თარგმანის თეორიაში.

მისმა კვლევითმა საქმიანობამ და ლექციებმა გერმანიაში ქართული ენა, საქართველოს კულტურა და ისტორია უფრო ცნობადი გახადა.

2011 წლიდან პროფესორი კარტოზია ხელმძღვანელობს მთარგმნელთა გერმანულ-ქართულ სახელოსნოს, 2017 წლიდან არის ჰუმბოლდტის სტიპენდიის ალუმნების კავშირის თავმჯდომარე და საერთაშორისო შეკრებების ორგანიზატორი.

2022 წელს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტმა პროფესორი ალექსანდრე კარტოზია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დამსახურების ორდენის დამსახურების ჯვრით დააჯილდოვა.

ორდენი ალექსანდრე კარტოზიას გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა საზეიმო ღონისძიებაზე 2022 წლის 19 მაისს გადასცა.

„ალექსანდრე კარტოზიამ, როგორც მეცნიერმა, მთარგმნელმა, პოლიტიკურად აქტიურმა და ასევე სამოქალაქო საზოგადოებრივ მოვლენებში ჩართულმა პიროვნებამ გადამწყვეტი წვლილი შეიტანა გერმანულ-ქართული კულტურული ურთიერთობების გაღრმავებაში და ეს დღესაც ასე გრძელდება. დამსახურების ჯვრის ჯილდო წარმოადგენს პროფესორ კარტოზიას მნიშვნელოვანი საქმიანობის აღიარებას. ბატონი ალექსანდრე ყოველთვის ხელს უწყობდა კულტურულ დიალოგს საქართველოსა და გერმანიას შორის", - ნათქვამია გერმანიის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

წყარო:

1. საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.470-471;

2. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: tsu.ge 

3. https://ka.wikipedia.org/wiki/ალექსანდრე_კარტოზია

4. https://tiflis.diplo.de/ge-ka/-/2531710


Share: